ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა 2 კვირით იზღუდება

© Roads Department of Georgiaსაგზაო სამუშაოები
საგზაო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოებია
თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი კვირით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოძრაობა ასევე შეიზღუდება ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე - ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.
დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზა ემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მხარის რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც წარმოადგენს ქუთაისთან დამაკავშირებელ ერთადერთ უმოკლეს გზას, რაც დაახლოებით 40 წელია არ გარემონტებულა.
ყველა ახალი ამბავი
0