https://sputnik-georgia.com/20261028/moskovshi-rezolucias-xeli-moaweres-301407781.html
მოსკოვში რუსეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარების შესახებ რეზოლუციას ხელი მოეწერა
მოსკოვში რუსეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარების შესახებ რეზოლუციას ხელი მოეწერა
Sputnik საქართველო
რეზოლუციაში შევიდა ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთიანობის“ განვითარება და სამეურვეო საბჭოს შექმნა. 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T16:22+0400
2026-10-28T16:22+0400
2026-10-28T16:22+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/1c/301406859_0:0:1281:720_1920x0_80_0_0_1549c6ee5d48b2677e154c24be1d742f.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში გამართული მრგვალი მაგიდის -„რუსეთის რუსები და ქართველები: ხალხთა ერთიანობა, თანამემამულეთა მხარდაჭერა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“ - მონაწილეებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განმტკიცების შესახებ, განაცხადეს ფონდში „რუსებისა და ქართველების ერთიანობა".აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს მიმართვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საქართველოს მთავრობისადმი, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს მოიცავს. მათ შორისაა: რუსულ-ქართული (სლავური) უნივერსიტეტის დაარსება, ორივე სახელმწიფოში რუსული ენის პოპულარიზაცია, აგრეთვე ლომისას ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენის შესაძლებლობა.ფონდის თავმჯდომარის, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივნის მამუკა ფიფიას თქმით, მთავარი მიზანია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა და განზრახვებიდან პრაქტიკულ ქმედებებზე გადასვლა.„ქართველები წარმოდგენილი არიან განათლების სფეროში, მედიცინაში, მეცნიერებაში, კულტურასა და სპორტში. თუმცა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაცია არ ხდება. ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხია და ჩვენმა წინაპრებმა ეს დაამტკიცეს, დაწყებული რუსეთის იმპერიიდან და გაგრძელებული საბჭოთა კავშირის ჩათვლით. ჩვენმა წინაპრებმა ნამდვილად მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. ყველას გვახსოვს ეს. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ქართველების უფრო მეტი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და ზოგადად, ყველა სფეროში, კარგ შედეგებს გამოიღებს. ჩვენ ამის იმედი და მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა ფიფიამ.როგორც მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, ამ საკითხის გადაწყვეტა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დიალოგს და მხარი დაუჭირონ ადამიანებს შორის კონტაქტებს.რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთიანობის“ განვითარებას, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით საზოგადოებრივი სამეურვეო საბჭოს ფორმირებას და ასევე შეთავაზებული ინიციატივების განსახორციელებლად პრიორიტეტული გეგმის მომზადებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/1c/301406859_142:0:1102:720_1920x0_80_0_0_b363803627083ac67359f2223da98c41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა
მოსკოვში რუსეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარების შესახებ რეზოლუციას ხელი მოეწერა
რეზოლუციაში შევიდა ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთიანობის“ განვითარება და სამეურვეო საბჭოს შექმნა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში გამართული მრგვალი მაგიდის -„რუსეთის რუსები და ქართველები: ხალხთა ერთიანობა, თანამემამულეთა მხარდაჭერა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“ - მონაწილეებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განმტკიცების შესახებ, განაცხადეს ფონდში „რუსებისა და ქართველების ერთიანობა".
აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს მიმართვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საქართველოს მთავრობისადმი, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს მოიცავს. მათ შორისაა: რუსულ-ქართული (სლავური) უნივერსიტეტის დაარსება, ორივე სახელმწიფოში რუსული ენის პოპულარიზაცია, აგრეთვე ლომისას ტაძარში ღვთისმსახურების აღდგენის შესაძლებლობა.
ფონდის თავმჯდომარის, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივნის მამუკა ფიფიას თქმით, მთავარი მიზანია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა და განზრახვებიდან პრაქტიკულ ქმედებებზე გადასვლა.
„ქართველები წარმოდგენილი არიან განათლების სფეროში, მედიცინაში, მეცნიერებაში, კულტურასა და სპორტში. თუმცა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაცია არ ხდება. ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხია და ჩვენმა წინაპრებმა ეს დაამტკიცეს, დაწყებული რუსეთის იმპერიიდან და გაგრძელებული საბჭოთა კავშირის ჩათვლით. ჩვენმა წინაპრებმა ნამდვილად მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. ყველას გვახსოვს ეს. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ქართველების უფრო მეტი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და ზოგადად, ყველა სფეროში, კარგ შედეგებს გამოიღებს. ჩვენ ამის იმედი და მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა ფიფიამ.
როგორც მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, ამ საკითხის გადაწყვეტა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დიალოგს და მხარი დაუჭირონ ადამიანებს შორის კონტაქტებს.
რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთიანობის“ განვითარებას, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით საზოგადოებრივი სამეურვეო საბჭოს ფორმირებას და ასევე შეთავაზებული ინიციატივების განსახორციელებლად პრიორიტეტული გეგმის მომზადებას.