მეტრო „მარჯანიშვილის“ ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს

© photo: Sputnik / Stringerმეტრო „მარჯანიშვილის" ტერიტორია
მეტრო „მარჯანიშვილის ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს.
,თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მუნიციპალურმა ინსპექციამ მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია სრულად მოაწესრიგა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და საჯარო სივრცეში უკანონო საქმიანობას თვითნებურად აგრძელებდნენ.
„უკანონო გარე ვაჭრობა და უნებართვოდ კონსტრუქციების განთავსება ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ზღუდავს მოქალაქეთა გადაადგილებას, ქმნის ანტისანიტარიას და იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია საჯარო სივრცეებში, მათ შორის მეტროს სადგურების მიმდებარედ, უკანონო გარევაჭრობის და უნებართვო კონსტრუქციების აღსაკვეთად, ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ატარებს
მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს. უკანონო გარევაჭრობის და საჯარო სივრცეების შეზღუდვის არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მსგავს შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0