https://sputnik-georgia.com/20261028/kvaracxelias-muxlze-operacia-chautarda-301398308.html
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
Sputnik საქართველო
ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში ჩატარდა. 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T12:00+0400
2026-10-28T12:00+0400
2026-10-28T12:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:248:1441:1058_1920x0_80_0_0_e590c1898b5e30eeb3d25a6921310bf1.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანს, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა შეხვედრის 59-ე წუთზე მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს.კლუბის ცნობით, ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში ჩატარდა.ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ფეხბურთელის რეაბილიტაცია და როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.ხვიჩა კვარაცხელიამ ტავმის გამო გამოტოვა 26 ოქტომბერს ლონდონში ჩატარებული „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია. კვარაცხელიამ რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. იგი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი მიეცა. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.ხვიჩა კვარაცხელიას მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:113:1441:1193_1920x0_80_0_0_65274d44613fd4401a71f9d2fb07a337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში ჩატარდა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანს, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა შეხვედრის 59-ე წუთზე მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს.
კლუბის ცნობით, ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში ჩატარდა.
„ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში განხორციელდა. ფეხბურთელი ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს“, – ნათქვამია „პსჟ"-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ფეხბურთელის რეაბილიტაცია და როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტავმის გამო გამოტოვა 26 ოქტომბერს ლონდონში ჩატარებული „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია. კვარაცხელიამ რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. იგი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი მიეცა. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.
ხვიჩა კვარაცხელიას მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.