https://sputnik-georgia.com/20261027/tetrobis-agkvetilis-bunebashi-10-niamori-gaushves-301376937.html
თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში ათი ნიამორი გაუშვეს
თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში ათი ნიამორი გაუშვეს
Sputnik საქართველო
ნიამორი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T14:00+0400
2026-10-27T14:00+0400
2026-10-27T14:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ცხოველთა დაცვა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24610/60/246106090_0:7:1000:570_1920x0_80_0_0_2f535925cb2d1c578f3a78a663d2f25d.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში ათი ნიამორი გაუშვეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ღონისძიება ნიამორის აღდგენის ეროვნული გეგმის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო თბილისის ზოოპარკის მხარდაჭერით ახორციელებს.ნიამორების ველურ ბუნებაში გაშვებისთვის შეირჩა თეთრობის აღკვეთილი — დაცული ტერიტორია, რომელიც სახეობის ბუნებრივი გავრცელების ისტორიული არეალის ნაწილია. გეგმის საწყის ეტაპზე უპირატესობა თბილისის ზოოპარკში არსებული პოპულაციიდან ინდივიდების რეინტროდუქციას მიენიჭა. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ნიამორის ველურ ბუნებაში ეტაპობრივ დაბრუნებასა და მისი მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებას. ველურ ბუნებაში გაშვების შემდეგ ნიამორებზე მუდმივ მონიტორინგს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით განახორციელებს. მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტები დააკვირდებიან ცხოველების გადაადგილებას, შეაფასებენ მათ ადაპტაციას ბუნებრივ გარემოში, ასევე პოპულაციის რიცხოვნობასა და დინამიკას. დაკვირვებისთვის გამოყენებული იქნება GPS საყელურები, ფოტოხაფანგები და დრონებით მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები. ნიამორი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სახეობის აღდგენა ხელს შეუწყობს მის გრძელვადიან შენარჩუნებას, გენეტიკური მდგრადობის გაძლიერებასა და ბუნებრივ ჰაბიტატებში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24610/60/246106090_116:0:884:576_1920x0_80_0_0_74df4b5d3852b748a07c8565874ea260.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ცხოველთა დაცვა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ცხოველთა დაცვა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში ათი ნიამორი გაუშვეს
ნიამორი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში ათი ნიამორი გაუშვეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ღონისძიება ნიამორის აღდგენის ეროვნული გეგმის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო თბილისის ზოოპარკის მხარდაჭერით ახორციელებს.
ნიამორების ველურ ბუნებაში გაშვებისთვის შეირჩა თეთრობის აღკვეთილი — დაცული ტერიტორია, რომელიც სახეობის ბუნებრივი გავრცელების ისტორიული არეალის ნაწილია.
„პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში ნიამორის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის ჩამოყალიბება და სახეობის ისტორიული გავრცელების არეალში აღდგენის ხელშეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გეგმის საწყის ეტაპზე უპირატესობა თბილისის ზოოპარკში არსებული პოპულაციიდან ინდივიდების რეინტროდუქციას მიენიჭა. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ნიამორის ველურ ბუნებაში ეტაპობრივ დაბრუნებასა და მისი მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებას.
ველურ ბუნებაში გაშვების შემდეგ ნიამორებზე მუდმივ მონიტორინგს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით განახორციელებს.
მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტები დააკვირდებიან ცხოველების გადაადგილებას, შეაფასებენ მათ ადაპტაციას ბუნებრივ გარემოში, ასევე პოპულაციის რიცხოვნობასა და დინამიკას. დაკვირვებისთვის გამოყენებული იქნება GPS საყელურები, ფოტოხაფანგები და დრონებით მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები.
ნიამორი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სახეობის აღდგენა ხელს შეუწყობს მის გრძელვადიან შენარჩუნებას, გენეტიკური მდგრადობის გაძლიერებასა და ბუნებრივ ჰაბიტატებში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას.