https://sputnik-georgia.com/20261027/tbilisi-centralis-reabilitacia-daicko-301375511.html
თანამედროვე ტიპის ბაქნები, ახალი ესკალატორები: დაიწყო „თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია
თანამედროვე ტიპის ბაქნები, ახალი ესკალატორები: დაიწყო „თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია
Sputnik საქართველო
თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულება 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T13:29+0400
2026-10-27T13:29+0400
2026-10-27T13:29+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23831/62/238316219_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_2dfdafa4f8042ac93ba3915270d6fb9b.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რკინიგზამ სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი, რომლის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე „თბილისი ცენტრალის“ შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად სადგურზე ოთხი ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეებიც. რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება. „თბილისი ცენტრალის“ სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. საქართველოს რკინიგზა „თბილისი ცენტრალის“ სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს. პროექტზე შპს „მაქსიმუმთან“ 3,29 მილიონი დოლარის (7 მლნ ლარის) ღირებულების კონტრაქტი 23 სექტემბერს გაფორმდა.როგორც მანამდე „თბილისი ცენტრალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა, მათი კომპანიაც დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიციას განახოციელებს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, რკინიგზის პირველი ბაქანი „ცენტრალის“ საკუთრებაა და რეაბილიტაციის პარალელურად, რომელსაც საქართველოს რკინიგზა განახორციელებს, აქ მოეწყობა ახალი საზოგადოებრივი სივრცე, კაფეტერია, მოსაცდელი დარბაზი, შემნახველი საკანი, ბავშვთა სათამაშო სივრცე და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23831/62/238316219_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_eb4f56c1a2f2d3c6fa60c976769565b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს რკინიგზა, ახალი ამბები
თანამედროვე ტიპის ბაქნები, ახალი ესკალატორები: დაიწყო „თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია
თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულება 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რკინიგზამ სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი, რომლის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა.
გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე „თბილისი ცენტრალის“ შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად სადგურზე ოთხი ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეებიც.
რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება.
„თბილისი ცენტრალის“ სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია.
საქართველოს რკინიგზა „თბილისი ცენტრალის“ სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.
პროექტზე შპს „მაქსიმუმთან“ 3,29 მილიონი დოლარის (7 მლნ ლარის) ღირებულების კონტრაქტი 23 სექტემბერს გაფორმდა.
როგორც მანამდე „თბილისი ცენტრალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა, მათი კომპანიაც დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიციას განახოციელებს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, რკინიგზის პირველი ბაქანი „ცენტრალის“ საკუთრებაა და რეაბილიტაციის პარალელურად, რომელსაც საქართველოს რკინიგზა განახორციელებს, აქ მოეწყობა ახალი საზოგადოებრივი სივრცე, კაფეტერია, მოსაცდელი დარბაზი, შემნახველი საკანი, ბავშვთა სათამაშო სივრცე და ა.შ.