მთავრობა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე 70 ახალ ავტობუსს შეიძენს

© Courtesy of Rustavi City Hallავტობუსები
ავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის საგანს წარმოადგენს M3 კატეგორიის, ქარხნული წარმოების, პირველი კლასის დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსები.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ რუსთავი–თბილისის მარშრუტისთვის 70 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესყიდვის საორიენტაციო ღირებულება 36,5 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტია ქარხნული წარმოების, M3 კატეგორიის, პირველი კლასის დაბალიატაკიანი (Low Floor) საქალაქო ავტობუსები.
ავტობუსები გამოშვებული უნდა იყოს 2026 წელს, ხოლო მათი გარბენი მოწოდების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2 ათას კილომეტრს. ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკისა და მოდელის, მარცხენასაჭიანი მართვით, განბაჟებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
სატრანსპორტო საშუალების სიგრძე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 და არაუმეტეს 9 მეტრს, ხოლო სიმაღლე — არანაკლებ 2,8 მეტრს.
თითოეული ავტობუსი გათვლილი უნდა იყოს მძღოლის გარდა არანაკლებ 50 მგზავრზე (მათ შორის არანაკლებ 21-25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი, საიდანაც მაქსიმუმ 4 გადმოსაშლელი სკამია) და ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტრანსპორტი აღჭურვილი უნდა იყოს დიზელის ძრავით (არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის), რომლის სიმძლავრეც იქნება არანაკლებ 130 კვტ, ხოლო საწვავის ავზის ტევადობა — არანაკლებ 130 ლიტრი.
ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსები ქალაქ რუსთავს კონტრაქტის გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.
ყველა ახალი ამბავი
0