მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში კავშირგაბმულობის ქარხანაზე დარტყმები განახორციელეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიფორუმი „არმია-2021"
ფორუმი „არმია-2021 - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული დარტყმა კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიებზე და სამოქალაქო ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა, აცხადებენ უწყებაში
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქში ელექტრონიკის მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ავტომატიზაციის სისტემებსა და საკომუნიკაციო აღჭურვილობას აწარმოებდა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განხორციელდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, პორტის ობიექტებსა და საზღვაო გემებზე, რომლებიც სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში არიან ჩართული.
„დარტყმის შედეგად განადგურდა ელექტრონული მრეწველობის საწარმო ("НТП Укспецсвязь") ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ნადტოჩიში“, — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საზღვაო გადასასვლელზე დარტყმა განხორციელდა მშრალტვირთმზიდ გემზე, რომელსაც პორტ „ოდესაში“ უკრაინის საჭიროებების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი ტვირთები გადაჰქონდა.
რუსული ჯარები დარტყმებს რუსეთის რეგიონებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მოწინააღმდეგის თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებენ. როგორც კრემლში განაცხადეს,
რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული დარტყმა კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიებზე და სამოქალაქო ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0