https://sputnik-georgia.com/20261027/rogor-sheicvala-binebis-pasi-tbilisshi-301353420.html
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2026 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3.287 ლარს შეადგენდა 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T10:59+0400
2026-10-27T10:59+0400
2026-10-27T10:59+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2026 წლის მესამე კვარტალში 5,9%-ით გაიზარდა, ამასთან 2026 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები 1,5%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მესამე კვარტალში 66,9%-ით გაიზარდა.„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2026 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1,2%-ით გაიზარდა, 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 5,6%-ით გაიზარდა.საანგარიშო პერიოდში თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები, მეორე კვარტალთან შედარებით 2,9%-ით გაიზარდა, 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 7%-ით გაიზარდა.„საქსტატის" კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.287 ლარი, თეთრი კარკასი – 3.752 ლარი, მწვანე კარკასი – 4.493 ლარი.2025 წლის მესამე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 3.314 ლარი, თეთრი კარკასი – 3.474 ლარი, მწვანე კარკასი – 4.288 ლარი.ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა
2026 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3.287 ლარს შეადგენდა
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2026 წლის მესამე კვარტალში 5,9%-ით გაიზარდა, ამასთან 2026 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები 1,5%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მესამე კვარტალში 66,9%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2026 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1,2%-ით გაიზარდა, 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 5,6%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები, მეორე კვარტალთან შედარებით 2,9%-ით გაიზარდა, 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 7%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.287 ლარი, თეთრი კარკასი – 3.752 ლარი, მწვანე კარკასი – 4.493 ლარი.
2025 წლის მესამე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 3.314 ლარი, თეთრი კარკასი – 3.474 ლარი, მწვანე კარკასი – 4.288 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.