https://sputnik-georgia.com/20261027/qvrivishvili-tbilisis-pinansur-samitze-monawileobs-301384652.html
არამარტო ტრანზიტი: საქართველო რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად
არამარტო ტრანზიტი: საქართველო რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად
Sputnik საქართველო
სტრატეგიულ პროექტებს შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T18:33+0400
2026-10-27T18:33+0400
2026-10-27T18:33+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/07/301035983_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_83e46c7f73e320f7955e175916f49f69.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მიზანია გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ჰაბი, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობის ზრდა, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი სამიტის მთავარი თემა — პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთქმედებაზე დაფუძნებული რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარება — საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია.ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა, ეკონომიკური დერეფნების წარმატებული განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტებს, არამედ ეფექტიან ფინანსურ ინფრასტრუქტურასაც.ქვირივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ ამჟამად განხორციელებული სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას. მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი.ქვრივიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარებამ უნდა გააძლიეროს საქართველოს პოზიციები რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებში და გაზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის.თბილისის ფინანსური სამიტი ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ, სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ტარდება. წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი იღებს მონაწილეობას.ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/07/301035983_231:0:2048:1363_1920x0_80_0_0_63e1fee7d9ae6ded40e3be1380bd7446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
არამარტო ტრანზიტი: საქართველო რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად
სტრატეგიულ პროექტებს შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მიზანია გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ჰაბი, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობის ზრდა, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი სამიტის მთავარი თემა — პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთქმედებაზე დაფუძნებული რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარება — საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა, ეკონომიკური დერეფნების წარმატებული განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტებს, არამედ ეფექტიან ფინანსურ ინფრასტრუქტურასაც.
„თანამედროვე ეკონომიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორეში, არამედ ისიც, თუ რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ მოძრაობს კაპიტალი, ხორციელდება გადახდები და ვითარდება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები მეზობლებსა და რეგიონის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ქვირივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ ამჟამად განხორციელებული სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას. მათ შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი.
ქვრივიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარებამ უნდა გააძლიეროს საქართველოს პოზიციები რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებში და გაზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის.
თბილისის ფინანსური სამიტი ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ, სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ტარდება. წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი იღებს მონაწილეობას.
ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა.