https://sputnik-georgia.com/20261027/putini-evropa-gazis-ormoshi-agmochnda-301394183.html
პუტინი: ევროპა „გაზის“ ორმოში აღმოჩნდა
პუტინი: ევროპა „გაზის“ ორმოში აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
რუსეთში ადრე დაასახელეს პირობა, რომლის შემთხვევაშიც ქვეყანა მზად არის ევროპას გაზი მიაწოდოს — თუ ალტერნატიულ ბაზრებზე გაყიდვების შემდეგ მოცულობები დარჩება 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T22:35+0400
2026-10-27T22:35+0400
2026-10-27T22:35+0400
რუსეთი
მსოფლიო დღეს
ვლადიმირ პუტინი
ევროპა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/1b/301393681_0:150:3108:1898_1920x0_80_0_0_98ac5c542b2bc79ea64cfdf5fbc409dd.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ მარაგებს ფლობს და გლობალურ გაზის ბაზარზე საკვანძო მოთამაშეა, აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯამურად ფორუმის მონაწილე ქვეყნებზე მოდის ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგების 70% და მისი გლობალური ექსპორტის დაახლოებით 40%.ამასთან, რუსეთი მსოფლიო ლიდერია ამ ენერგორესურსის მარაგებით და მეორეა - მოპოვებით.მისი თქმით, რუსეთში შექმნილია უნიკალური საწარმოო კომპლექსი, რომელიც გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის, მისი გადამუშავებისა და გაზოქიმიური დარგის განვითარების საშუალებას იძლევა.პუტინმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მსოფლიო ბაზარზე გაზის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.ამ ფონზე ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღეს, თავადვე აყენებენ დარტყმას საკუთარ ეკონომიკას, მრეწველობასა და სოციალურ სფეროს, ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.„სწორედ ამას ვხედავთ ახლა ევროპაში, რომელიც თავადვე აყენებს დარტყმას საკუთარ მრეწველობასა და სოციალურ სფეროს რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმითა და გრძელვადიანი კონტრაქტების გაწყვეტით“, — განაცხადა პუტინმა სამიტზე.პუტინმა რუსულ ფოლკლორზე დაყრდნობით ზუსტად აღწერა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები.„რუსეთში არის ასეთი ანდაზა — სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ შიგ თავად ჩავარდებიო. ჩემი აზრით, დღეს ევროკავშირის ქვეყნებში სწორედ ეს მოხდა“, — ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.მისი თქმით, ბარიერების აღმართვის ნაცვლად, პირიქით, კოოპერაცია უნდა გაძლიერდეს.თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, გაზის ექსპორტიორ ქვეყნებში, რაც უნდა გაკეთდეს საკუთარ შესაძლებლობებსა და სუვერენულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, ასევე ურთიერთსარგებლიანობისა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ღია, ნდობაზე დამყარებული პარტნიორობის განვითარებით, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/1b/301393681_189:0:2920:2048_1920x0_80_0_0_df53137bb30a61a326752906977dd81c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, ევროპა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, ევროპა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პუტინი: ევროპა „გაზის“ ორმოში აღმოჩნდა
რუსეთში ადრე დაასახელეს პირობა, რომლის შემთხვევაშიც ქვეყანა მზად არის ევროპას გაზი მიაწოდოს — თუ ალტერნატიულ ბაზრებზე გაყიდვების შემდეგ მოცულობები დარჩება
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ მარაგებს ფლობს და გლობალურ გაზის ბაზარზე საკვანძო მოთამაშეა, აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯამურად ფორუმის მონაწილე ქვეყნებზე მოდის ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგების 70% და მისი გლობალური ექსპორტის დაახლოებით 40%.
ამასთან, რუსეთი მსოფლიო ლიდერია ამ ენერგორესურსის მარაგებით და მეორეა - მოპოვებით.
„რუსეთი გლობალური გაზის ბაზრის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა. ჩვენ მსოფლიოში პირველი ადგილი გვიკავია ბუნებრივი აირის მარაგებით, ხოლო მეორე — მისი მოპოვებით“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით, რუსეთში შექმნილია უნიკალური საწარმოო კომპლექსი, რომელიც გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის, მისი გადამუშავებისა და გაზოქიმიური დარგის განვითარების საშუალებას იძლევა.
პუტინმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მსოფლიო ბაზარზე გაზის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.
ამ ფონზე ევროპული ქვეყნები, რომლებმაც რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღეს, თავადვე აყენებენ დარტყმას საკუთარ ეკონომიკას, მრეწველობასა და სოციალურ სფეროს, ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
„სწორედ ამას ვხედავთ ახლა ევროპაში, რომელიც თავადვე აყენებს დარტყმას საკუთარ მრეწველობასა და სოციალურ სფეროს რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმითა და გრძელვადიანი კონტრაქტების გაწყვეტით“, — განაცხადა პუტინმა სამიტზე.
პუტინმა რუსულ ფოლკლორზე დაყრდნობით ზუსტად აღწერა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები.
„რუსეთში არის ასეთი ანდაზა — სხვას ორმოს ნუ უთხრი, თორემ შიგ თავად ჩავარდებიო. ჩემი აზრით, დღეს ევროკავშირის ქვეყნებში სწორედ ეს მოხდა“, — ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, ბარიერების აღმართვის ნაცვლად, პირიქით, კოოპერაცია უნდა გაძლიერდეს.
თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, გაზის ექსპორტიორ ქვეყნებში, რაც უნდა გაკეთდეს საკუთარ შესაძლებლობებსა და სუვერენულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, ასევე ურთიერთსარგებლიანობისა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ღია, ნდობაზე დამყარებული პარტნიორობის განვითარებით, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.