https://sputnik-georgia.com/20261027/kaladze-opoziciis-gancxadebebze-sasamartloshi-301390567.html
პოლიტიკური განცხადებები არგუმენტების ნაცვლად - სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლების შეფასება
პოლიტიკური განცხადებები არგუმენტების ნაცვლად - სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლების შეფასება
Sputnik საქართველო
სასამართლო პროცესი ხელს შეუწყობს პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას და ახალი პოლიტიკოსებისა და პარტიების გაჩენას, განაცხადა მმართველი პარტიის გენმდივანმა. 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T21:00+0400
2026-10-27T21:00+0400
2026-10-27T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
საკონსტიტუციო სასამართლო
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_30ab2a8de3afacb93ccf5aaa620de20a.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, მათ სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.მან ასევე აღნიშნა, რომ „ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილთან თანხვედრაშია.კალაძის თქმით, სასამართლო პროცესი ხელს შეუწყობს პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას და ახალი პოლიტიკოსებისა და პარტიების გაჩენას. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური არენა არ უნდა დარჩეს ოპოზიციის გარეშე და ქვეყანაში უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი, თუ იგი ეროვნულ ინტერესებს არ აზიანებს.„ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს“, – განაცხადა კალაძემ.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს არ ესმით, თუ რატომ ითხოვს ხელისუფლება მათი პარტიების აკრძალვას.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსმა ჩამოთვალა ყოფილი მმართველი პარტიისა და სხვა ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. კერძოდ, კირცხალიამ ისინი დაადანაშაულა წამების, მკვლელობებისა და რეკეტის სისტემის შექმნაში, კორუფციაში, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში, სტრატეგიული აქტივების რუსი ბიზნესმენებისთვის გადაცემასა და მთავრობის ძალადობრივი დამხობის მცდელობებში.გარდა ამისა, კირცხალიამ ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა არჩევნების შედეგების არაღიარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრასა და უცხოელი მფარველების ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებებში. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ცდილობენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეფერხებას.„შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო, მაგრამ აქ გავჩერდები მჯერა, რომ ჩვენი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდება და ეს საქართველოს პირდაპირი გამარჯვება იქნება!“ - განაცხადა კირცხალიამ.რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტიასაკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_25:0:1164:854_1920x0_80_0_0_42e343da22138045d6533117178aac8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , საკონსტიტუციო სასამართლო, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , საკონსტიტუციო სასამართლო, კახა კალაძე , ახალი ამბები
პოლიტიკური განცხადებები არგუმენტების ნაცვლად - სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლების შეფასება
სასამართლო პროცესი ხელს შეუწყობს პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას და ახალი პოლიტიკოსებისა და პარტიების გაჩენას, განაცხადა მმართველი პარტიის გენმდივანმა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, მათ სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, სამართლებრივი დავისთვის საჭირო არგუმენტები არ გააჩნიათ. ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს“, – განაცხადა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილთან თანხვედრაშია.
კალაძის თქმით, სასამართლო პროცესი ხელს შეუწყობს პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას და ახალი პოლიტიკოსებისა და პარტიების გაჩენას. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური არენა არ უნდა დარჩეს ოპოზიციის გარეშე და ქვეყანაში უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი, თუ იგი ეროვნულ ინტერესებს არ აზიანებს.
„ყველა ერთნაირ აზრზე ვერ ვიქნებით. უნდა იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზიანდეს“, – განაცხადა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს არ ესმით, თუ რატომ ითხოვს ხელისუფლება მათი პარტიების აკრძალვას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსმა ჩამოთვალა ყოფილი მმართველი პარტიისა და სხვა ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები. კერძოდ, კირცხალიამ ისინი დაადანაშაულა წამების, მკვლელობებისა და რეკეტის სისტემის შექმნაში, კორუფციაში, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში, სტრატეგიული აქტივების რუსი ბიზნესმენებისთვის გადაცემასა და მთავრობის ძალადობრივი დამხობის მცდელობებში.
„თქვენ უნდა აგოთ პასუხი და აიკრძალოთ, რადგან ამ ხნის განმავლობაში თქვენ მინიმუმ ექვსი რევოლუცია და მთავრობის ძალადობრივი დამხობა სცადეთ! თქვენ არ ცნობთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და არღვევთ კონსტიტუციურ წესრიგსა და პრინციპებს“, - განაცხადა დეპუტატმა.
გარდა ამისა, კირცხალიამ ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა არჩევნების შედეგების არაღიარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრასა და უცხოელი მფარველების ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებებში. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ცდილობენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეფერხებას.
„შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო, მაგრამ აქ გავჩერდები მჯერა, რომ ჩვენი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდება და ეს საქართველოს პირდაპირი გამარჯვება იქნება!“ - განაცხადა კირცხალიამ.
რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.