https://sputnik-georgia.com/20261027/gazi-seizleba-gazvirdes-301391451.html
ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით დადგინდება
ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით დადგინდება
Sputnik საქართველო
სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს. 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T20:29+0400
2026-10-27T20:29+0400
2026-10-27T20:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
სემეკი
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/30/238293048_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_2984278eb74b85d2ced1ff42666dcd6c.jpg
,თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით დადგინდება - შესაბამისი ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) გაზისა და წყლის ახალი ტარიფები უნდა დაადგინოს. დოკუმენტის მიხედვით, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება, გარდამავალ პერიოდში (2038 წლის 1-ელ იანვრამდე) ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაადგინოს. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას. სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს. კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. დღეს არსებული წესით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტარიფი განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით დგინდება და თითოეული მომხმარებელი გაზის საფასურს ერთი ტარიფით იხდის, არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელმა რა მოცულობის გაზი გამოიყენა. კომისიის მოქმედი მეთოდოლოგიის თანახმად, ტარიფების რეგულირების პერიოდი მოიცავს 3-წლიან ციკლს, რის შემდეგაც ტარიფები კვლავ გადაიხედება და ახალი პერიოდისთვის დგინდება. 2025 წლის დეკემბერში, კომისიამ მთავრობის შუამდგომლობით, მოქმედი კომუნალური ტარიფები ერთი წლით გაახანგრძლივა. საქართველოს უმეტეს რაიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობისთვის 57 თეთრია კუბურ მეტრზე. თბილისში გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ტარიფი 54 თეთრია კუბურ მეტრზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/30/238293048_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ba3a523e4330d452bb3f310e9615668a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, სემეკი, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, სემეკი, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით დადგინდება
სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს.
,თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით დადგინდება - შესაბამისი ცვლილებები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) გაზისა და წყლის ახალი ტარიფები უნდა დაადგინოს.
დოკუმენტის მიხედვით, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება, გარდამავალ პერიოდში (2038 წლის 1-ელ იანვრამდე) ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაადგინოს.
„აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.
სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს.
კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.
დღეს არსებული წესით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტარიფი განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით დგინდება და თითოეული მომხმარებელი გაზის საფასურს ერთი ტარიფით იხდის, არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელმა რა მოცულობის გაზი გამოიყენა.
კომისიის მოქმედი მეთოდოლოგიის თანახმად, ტარიფების რეგულირების პერიოდი მოიცავს 3-წლიან ციკლს, რის შემდეგაც ტარიფები კვლავ გადაიხედება და ახალი პერიოდისთვის დგინდება. 2025 წლის დეკემბერში, კომისიამ მთავრობის შუამდგომლობით, მოქმედი კომუნალური ტარიფები ერთი წლით გაახანგრძლივა.
საქართველოს უმეტეს რაიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობისთვის 57 თეთრია კუბურ მეტრზე. თბილისში გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ის საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ტარიფი 54 თეთრია კუბურ მეტრზე.