https://sputnik-georgia.com/20261027/bochorishvilma-bulgaretshi-viziti-sheajama-301383323.html
„შუა დერეფნიდან" უსაფრთხოებამდე: საგარეო საქმეთა მინისტრის ბულგარეთში ვიზიტის შედეგები
„შუა დერეფნიდან" უსაფრთხოებამდე: საგარეო საქმეთა მინისტრის ბულგარეთში ვიზიტის შედეგები
Sputnik საქართველო
ბოჭორიშვილის თქმით, დელფოსის ეკონომიკური ფორუმი გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და გარკვეული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას, განაცხადა... 27.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-27T17:00+0400
2026-10-27T17:00+0400
2026-10-27T17:00+0400
საქართველო
ბულგარეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1a/300821553_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_32acaeb99b62c74cbf5356f68f8bca92.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და ბულგარეთი დაინტერესებული არიან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებითა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებით, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარებით, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთში ვიზიტის შეჯამებისას. საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო სოფიის VII ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში 26 ოქტომბერს გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის განვითარება, „შუა დერეფნის" პერსპექტივები და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. გარდა ამისა, ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მისი თქმით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აქტიური პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას პრაქტიკული შედეგები მოაქვს. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბულგარეთთან ურთიერთობას შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის პროექტების ფარგლებში. „ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან აქტიური პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბულგარელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ბოჭორიშვილმა განიხილა რეგიუნული უსაფრთხოება, მდგრადობა და შავი ზღვის რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები. ასევე ორმხრივი თანამშრომლობის როლი რეგიონული დაკავშრებადობის განვითარებაში. გარდა ამისა, დელფოსის ეკონომიკური ფორუმი გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და გარკვეული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას, განაცხადა მინისტრმა. სოფიის ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც 250-ზე მეტი სპიკერმა და 1000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით ჩატარდა.საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/1a/300821553_113:0:1934:1366_1920x0_80_0_0_7a37b989d3ca287feca4d5cf0fb3f4be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბულგარეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ბულგარეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
„შუა დერეფნიდან" უსაფრთხოებამდე: საგარეო საქმეთა მინისტრის ბულგარეთში ვიზიტის შედეგები
ბოჭორიშვილის თქმით, დელფოსის ეკონომიკური ფორუმი გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და გარკვეული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და ბულგარეთი დაინტერესებული არიან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებითა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებით, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარებით, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთში ვიზიტის შეჯამებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო სოფიის VII ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში 26 ოქტომბერს გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის განვითარება, „შუა დერეფნის" პერსპექტივები და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
გარდა ამისა, ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მისი თქმით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აქტიური პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში.
„ინტერესი ნამდვილად არის ბულგარეთის მხრიდან, რომ მოხდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება. საქართველოს მხრიდანაც იგივე ინტერესი არსებობს, რომ ბულგარეთთან ჰქონდეს აქტიური პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას პრაქტიკული შედეგები მოაქვს.
მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბულგარეთთან ურთიერთობას შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის პროექტების ფარგლებში.
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბულგარეთთან აქტიური პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბულგარელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ბოჭორიშვილმა განიხილა რეგიუნული უსაფრთხოება, მდგრადობა და შავი ზღვის რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები. ასევე ორმხრივი თანამშრომლობის როლი რეგიონული დაკავშრებადობის განვითარებაში.
გარდა ამისა, დელფოსის ეკონომიკური ფორუმი გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და გარკვეული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას, განაცხადა მინისტრმა.
სოფიის ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც 250-ზე მეტი სპიკერმა და 1000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.