მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები გამართა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousovკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2026
გამოწერა
სატელეფონო საუბარი აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრებს ეხებოდა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების პერსპექტივები განიხილეს, РИА Новости.
საუბარი 20 ოქტომბერს ოსლოში გამართული შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა და უკრაინასთან კონსულტაციების საფუძველზე შედგა, აღნიშნეს უწყებაში.

„ფინეთსა და ნორვეგიას რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ. ისინი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან. ზარის მიზანი იყო პრეზიდენტ პუტინისთვის პირდაპირ გადაეცათ გზავნილები მომავალ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რომლებიც ომის შეწყვეტისკენ არის მიმართული. ზარი უკავშირდებოდა აბუ-დაბიში დაგეგმილ მომავალ შეხვედრებს. სტუბმა და სტიორემ მონაწილეობა მიიღეს, როგორც საკუთარი ქვეყნების ლიდერებმა და ისინი არ გამოსულან მთლიანად ევროპის სახელით“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ბალტიის ზღვის რეგიონსა და შორეულ ჩრდილოეთში სტაბილურობითა და პროგნოზირებადობით.
სტუბმა დისკუსიას გულახდილი და შინაარსიანი უწოდა და აღნიშნა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელობა ევროპული უსაფრთხოებისთვის.
„საუბარი იყო გულახდილი და შინაარსიანი. ჩვენ რუსეთის მეზობლები ვართ. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს უსაფრთხოებაზე და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის შესაწყვეტად საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები“, — განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს მიაწოდა ინფორმაცია ნოემბრის ათიან რიცხვებში უკრაინის საკითხზე სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისთვის რუსეთის მზადყოფნის შესახებ. პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შესაძლოა ნოემბერში, აბუ-დაბიში გაიმართოს.
ყველა ახალი ამბავი
0