ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციას კატარში გაიკეთებს

© Khvicha Kvaratskhelia Fanpageხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანს, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია კვირის დასაწყისში კატარში ჩაუტარდება, ამის შესახებ ინფორმაციას L’Équipe ავრცელებს.
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა შეხვედრის 59-ე წუთზე მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს.
„კვარაცხელიას გარემოცვა „პარი სენ-ჟერმენის“ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებს ესაუბრა და გადაწყდა, რომ ოპერაციას კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიკეთებს. თუმცა, ოპერაციის ზუსტი დღე, ჯერჯერობით, უცნობია“, – წერს ფრანგული გამოცემა.
მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირობა დადო, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0