ხელოვნური ინტელექტი მედიაში: დროის ეკონომია და ადამიანის როლი - ვიდეო

გამოწერა
თბილისში საგანმანათლებლო პროგრამა SputnikPro-ს მორიგი მოდული ჩატარდა - ეს არის სემინარების, ლექციების და მასტერკლასების სისტემა საუკეთესო რუსი და უცხოელი მედიამენეჯერების მონაწილეობით.
ამჯერად სპიკერის ამპლუაში წარდგა ვიქტორია დავიდი — ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიის ქვეყნებში Sputnik-ის მულტიმედიური ცენტრების დირექციის დიზაინერი.
მისი თქმით, მედიაკონტენტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტის მთავარი ღირებულება დროის მნიშვნელოვანი დაზოგვაა. ხარისხიანი შედეგის მისაღწევად კი უაღრესად მნიშვნელოვანია პრომპტების (მითითებების) გამართულად და ზუსტად ფორმულირების ცოდნა.

მასტერ-კლასის მთავარი თემა იყო გამოსახულებებისა და გრაფიკის შექმნისას ნეიროქსელების გამოყენების სპეციფიკა და მათი გამოყენება დიზაინში.

მასტერ-კლასში მონაწილეობა ქართული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. აღნიშნული მოდული SputnikPro-ს პროგრამის ფარგლებში თბილისში ჩატარებული უკვე მე-18 მოდული იყო.
ყველა ახალი ამბავი
0