https://sputnik-georgia.com/20261026/ushakovi-ukrainis-sakitxze-molaparakebebis-ganaxlebaze-301352111.html
უშაკოვი: რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს
უშაკოვი: რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს
Sputnik საქართველო
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მაიამიში გამართულ G20-ის სამიტზე დასწრების შესაძლებლობას, ეს შენჟენში დაგეგმილი APEC-ის სამიტის შედეგებზე... 26.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-26T10:28+0400
2026-10-26T10:28+0400
2026-10-26T10:28+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/03/294039710_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_dbd8d70438ff214338b2ef5a0908e828.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა.პირველი რაუნდი საცდელი ხასიათის იქნება, ხოლო ვლადიმირ პუტინის შესაძლო მონაწილეობა საერთაშორისო სამიტებში APEC-ისა და G20-ის ფორმატებში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი მზად იყო მოლაპარაკებები 18-20 სექტემბრის პერიდოში ჩატარებული სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ განეახლებინა, თუმცა, უკრაინულმა მხარემ ეს შეთანხმება ჩაშალა.მან აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი — პირველი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ — „საცდელი ხასიათის“, ე.წ. ნიადაგის მოსასინჯი იქნება და ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს.რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მაიამიში გამართულ G20-ის სამიტზე დასწრების შესაძლებლობას, ეს შენჟენში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის (18–19 ნოემბერი) შედეგებზე იქნება დამოკიდებული. პუტინის, სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.APEC-ის სამიტის ფარგლებში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის, თუმცა ასეთი მსხვილი საერთაშორისო სამიტები ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს იძლევა — თუ ლიდერები გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან, ისინი ერთმანეთს დაელაპარაკებიან“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში განაახლოს. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება უსაფრთხოების გარანტიების განხილვა როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის — საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმების შემდეგ. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ასეთი განხილვა ასევე უნდა შეეხოს ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურას.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/03/294039710_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2a44585c39b48e9b28dda9dfc3c17b29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უშაკოვი: რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მაიამიში გამართულ G20-ის სამიტზე დასწრების შესაძლებლობას, ეს შენჟენში დაგეგმილი APEC-ის სამიტის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა.
პირველი რაუნდი საცდელი ხასიათის იქნება, ხოლო ვლადიმირ პუტინის შესაძლო მონაწილეობა საერთაშორისო სამიტებში APEC-ისა და G20-ის ფორმატებში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი მზად იყო მოლაპარაკებები 18-20 სექტემბრის პერიდოში ჩატარებული სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ განეახლებინა, თუმცა, უკრაინულმა მხარემ ეს შეთანხმება ჩაშალა.
„ახლა მორიგი დედლაინი 4 ნოემბერია, ჩვენი დიდი დღესასწაული. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკებები განვაახლოთ“, — განაცხადა უშაკოვმა პაველ ზარუბინთან.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხზე გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი — პირველი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ — „საცდელი ხასიათის“, ე.წ. ნიადაგის მოსასინჯი იქნება და ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მაიამიში გამართულ G20-ის სამიტზე დასწრების შესაძლებლობას, ეს შენჟენში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის (18–19 ნოემბერი) შედეგებზე იქნება დამოკიდებული. პუტინის, სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.
APEC-ის სამიტის ფარგლებში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის, თუმცა ასეთი მსხვილი საერთაშორისო სამიტები ურთიერთობის ფართო შესაძლებლობებს იძლევა — თუ ლიდერები გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან, ისინი ერთმანეთს დაელაპარაკებიან“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინაში არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში განაახლოს. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება უსაფრთხოების გარანტიების განხილვა როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის — საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებების გაფორმების შემდეგ. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ასეთი განხილვა ასევე უნდა შეეხოს ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურას.