საქართველომ ტურისტების რაოდენობით რეკორდი მოხსნა: 9 თვის მონაცემები

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან დაფიქსირდა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 6,1 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რომელთაგან 4,4 მილიონზე მეტი ტურისტი იყო, რაც ახალი რეკორდია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 2025 წლის 9 თვესთან შედარებით მათი რიცხვი 2,3%-ით გაიზარდა.
ლიდერი ქვეყნები ვიზიტების მიხედვით
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან დაფიქსირდა - 1,3 მილიონი, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,9%-ით მეტია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ქვეყნების ტოპ-5

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

ზრდა,%

რუსეთი

1 306,6

4,9

თურქეთი

923,5

-4,2

სომხეთი

676,2

-6,1

ისრაელი

292,4

-0,4

აზერბაიჯანი

249,0

13,1

რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში ქვეყნის სახმელეთო გზით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 56,1%.
ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (უცხოელების 42,6%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც 1,4-მა მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.
ყველა ახალი ამბავი
0