https://sputnik-georgia.com/20261026/sakonstitucio-sasamartloshi-saqmis-arsebiti-ganxilva-ickeba-301349308.html
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საქმის არსებითი განხილვა 26 ოქტომბერს იწყება
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საქმის არსებითი განხილვა 26 ოქტომბერს იწყება
Sputnik საქართველო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის მოსმენა 21, 22 და 23 ოქტომბერს... 26.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-26T10:53+0400
2026-10-26T10:53+0400
2026-10-25T14:53+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305496_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_b3a86531b87fdc27644a39ad9c0f937f.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საქმის არსებით განხილვას დაიწყებს.სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის მოსმენა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართა - სამივე დღე ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს დაეთმო. თუმცა, სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ისინი ან უსაფუძვლო იყო, ან არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.„შუამდგომლობების დასრულების შემდეგ უკვე იწყება არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით“, - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ.სხდომები გაგრძელდება 29 ოქტომბრის ჩათვლით და ყოველდღე გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიანი ვადა აქვს.რა მოითხოვა ოპოზიციამპარტია „ფედერალისტების“ წარმომადგენლებმა მოსმენებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დანარჩენმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ პროცესის მიმდინარეობისას მთავარი აქცენტი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ძირითად მტკიცებულებაზე — საპარლამენტო კომისიის ანგარიშზე — გააკეთა. აღნიშნული კომისია იკვლევდა დანაშაულებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ასევე იმ პერიოდშია ჩადენილი, როდესაც ეს პარტიები ოპოზიციაში იყვნენ; ოპოზიციური პარტიები კი მოითხოვდნენ, რომ ეს დოკუმენტი საქმიდან ამოეღოთ.მართალია, სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს უდავო მტკიცებულებად.მეორე მოთხოვნა საქმის მოწმეების გამოძახებას ეხებოდა; დასახელებულ პირთა შორის იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოპოზიციის არგუმენტები არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია.მესამე — და ყველაზე სადავო — საკითხი იმას ეხებოდა, თუ ვის წინააღმდეგაა მიმართული კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებები.მმართველი პარტია კვლავაც ამტკიცებს, რომ პასუხისმგებლობა პარტიებს, როგორც ერთიან სუბიექტებს, კოლექტიურად ეკისრებათ, მაშინ როდესაც თავად პარტიები ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ.მმართველი პარტია კვლავაც აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, როგორც ერთიან სუბიექტს, კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაშინ როდესაც თავად პარტიები ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ.2019 წლის შემდეგ დაარსებულმა სამმა პარტიამ — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ — ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროტესტი გამოთქვა; ისინი აცხადებენ, რომ სარჩელში მოყვანილ ფაქტთა უმეტესობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, რადგან იმ დროისთვის ისინი ჯერ კიდევ არ არსებობდნენ.რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტიასაკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305496_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_3b1591befd60a0508ae84f5f6a1d766e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა: საქმის არსებითი განხილვა 26 ოქტომბერს იწყება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის მოსმენა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საქმის არსებით განხილვას დაიწყებს.
სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის მოსმენა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართა - სამივე დღე ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს დაეთმო. თუმცა, სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ისინი ან უსაფუძვლო იყო, ან არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
„შუამდგომლობების დასრულების შემდეგ უკვე იწყება არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით“, - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ.
სხდომები გაგრძელდება 29 ოქტომბრის ჩათვლით და ყოველდღე გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიანი ვადა აქვს.
პარტია „ფედერალისტების“ წარმომადგენლებმა მოსმენებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დანარჩენმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ პროცესის მიმდინარეობისას მთავარი აქცენტი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ძირითად მტკიცებულებაზე — საპარლამენტო კომისიის ანგარიშზე — გააკეთა. აღნიშნული კომისია იკვლევდა დანაშაულებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ასევე იმ პერიოდშია ჩადენილი, როდესაც ეს პარტიები ოპოზიციაში იყვნენ; ოპოზიციური პარტიები კი მოითხოვდნენ, რომ ეს დოკუმენტი საქმიდან ამოეღოთ.
მართალია, სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს უდავო მტკიცებულებად.
მეორე მოთხოვნა საქმის მოწმეების გამოძახებას ეხებოდა; დასახელებულ პირთა შორის იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოპოზიციის არგუმენტები არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია.
მესამე — და ყველაზე სადავო — საკითხი იმას ეხებოდა, თუ ვის წინააღმდეგაა მიმართული კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებები.
მმართველი პარტია კვლავაც ამტკიცებს, რომ პასუხისმგებლობა პარტიებს, როგორც ერთიან სუბიექტებს, კოლექტიურად ეკისრებათ, მაშინ როდესაც თავად პარტიები ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ.
მმართველი პარტია კვლავაც აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, როგორც ერთიან სუბიექტს, კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაშინ როდესაც თავად პარტიები ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ.
2019 წლის შემდეგ დაარსებულმა სამმა პარტიამ — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ — ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროტესტი გამოთქვა; ისინი აცხადებენ, რომ სარჩელში მოყვანილ ფაქტთა უმეტესობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, რადგან იმ დროისთვის ისინი ჯერ კიდევ არ არსებობდნენ.
რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.