https://sputnik-georgia.com/20261026/ramdeni-kreditia-damokidebuli-repinansirebis-ganakvetze-301342934.html
რამდენი კრედიტია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე?
რამდენი კრედიტია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე?
Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 21,5 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები. 26.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-26T14:02+0400
2026-10-26T14:02+0400
2026-10-26T14:02+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულია 348,9 ათასი კრედიტი მცურავი საპროცენტო განაკვეთით, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" განცხადებაში.საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8,25%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 21,5 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.მათგან:არასამთავრობო ორგანიზაცია წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას არ გამორიცხავს, თუ შენარჩუნდება ზეწოლა ენერგომატარებლებზე ფასების მატების გამო. აღნიშნული იწვევს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ხარჯების ზრდას და ასტიმულირებს ინფლაციას, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონლის სეგმენტში.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენი კრედიტია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე?
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 21,5 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულია 348,9 ათასი კრედიტი მცურავი საპროცენტო განაკვეთით, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8,25%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 21,5 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.
სამომხმარებლო – 6,9 მლრდ ლარის ოდენობით
იპოთეკური – 4,8 მლრდ ლარის ოდენობი
ბიზნეს-კრედიტი – 9,7 მლრდ ლარის ოდენობით.
არასამთავრობო ორგანიზაცია წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას არ გამორიცხავს, თუ შენარჩუნდება ზეწოლა ენერგომატარებლებზე ფასების მატების გამო. აღნიშნული იწვევს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ხარჯების ზრდას და ასტიმულირებს ინფლაციას, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონლის სეგმენტში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.