50-კაციანი „ზღვა“: მმართველი პარტია თბილისში ოპოზიციის აქციას ირონიულად ეხმაურება

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიცია მოსახლეობის მხარდაჭერით არ სარგებლობს და განცხადებები ასობით ათას მხარდამჭერზე რეალობას არ შეესაბამება.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ოპოზიცია იმდენად მოწყვეტილია რეალობას, რომ აანონსებს „მასშტაბურ“ აქციებს, რომლებზეც საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მიდის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა.
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კვირას, 25 ოქტომბერს, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც შოთა რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.
„ისინი რეალობას იმდენად მოწყვეტილი არიან, რომ აანონსებენ მასშტაბურ ღონისძიებას, საბოლოოდ კი იღებენ ხალხის „ზღვას“, რომელიც სულ რაღაც 50 ადამიანს ითვლის“, — განაცხადა შატაკიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია მოსახლეობის მხარდაჭერით არ სარგებლობს და განცხადებები ასობით ათას მხარდამჭერზე რეალობას არ შეესაბამება.
„ასობით ათასი ამომრჩევლის არარსებობა, რომელთა შესახებაც თავად აცხადებენ და რომლებიც სინამდვილეში გამოგონილია, ამ აქციების ე.წ. „მასშტაბურობამაც“ დაადასტურა. მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ იმყოფებიან ტრაგიკულ მდგომარეობაში“, — აღნიშნა დეპუტატმა.
მსვლელობის ორგანიზატორი „ოპოზიციის ალიანსი“ იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, საპროტესტო აქცია მიმართული იყო ქვეყანაში არსებული ვითარების წინააღმდეგ, რომელსაც ისინი „დემოკრატიის ნგრევად“ აფასებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი გადადის ახალ ეტაპზე ლოზუნგით „გადარჩენიდან გაძლიერებისკენ!“. მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების პოლიტიკას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული აქცია საპროტესტო გამოსვლების სერიის დასაწყისია. 28 ნოემბერს, თბილისში, კიდევ ერთი მასშტაბური აქცია იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0