https://sputnik-georgia.com/20261026/qartul-ocnebashi-serbetis-archevnebs-exmaureian-301360322.html
ოპოზიციის გამარჯვება სერბეთში: „ქართულ ოცნებაში“ გარე ჩარევაზე მიუთითებენ
ოპოზიციის გამარჯვება სერბეთში: „ქართულ ოცნებაში“ გარე ჩარევაზე მიუთითებენ
Sputnik საქართველო
სერბეთის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში კოალიცია „ერთიანი სერბეთი" დამარცხდა 26.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-26T17:39+0400
2026-10-26T17:39+0400
2026-10-26T17:39+0400
საქართველო
სერბეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/06/239590619_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_12569ed5b0a930242263057b7a797716.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სერბეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სერბი ხალხის პოლიტიკურ ნებას ასახავს, თუმცა მომხდარის შეფასებისას აუცილებელია გარე ძალების ჩარევის გათვალისწინებაც, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა. 25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, „სტუდენტურმა სიამ“ ამომრჩეველთა ხმების 52,54% დააგროვა, მაშინ როდესაც ყოფილი პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის კოალიცია „ერთიანმა სერბეთმა“ 39,29% მიიღო. ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება იმავე საღამოს აღიარა. პოლიტიკოსმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მისი კოალიცია დამარცხდა „რევოლუციის“ გამო, რომელიც აშშ-ის „დიფ სთეითმა“ და ევროკავშირის ქვეყნების ძალებმა მოაწყვეს. ამასთან, დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეგობრულ სერბეთთან ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნის პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტების განვითარება, კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით. „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ სერბეთთან ურთიერთობის გაღრმავება და ცხადია, ის შედეგი, რა შედეგიც აისახა არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ამ შედეგთან მიმართებით ჩვენთვის, ასევე მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა", - განაცხადა დეპუტატმა.საქართველო და სერბეთი საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მოწმობს. 2018 წლის მარტში ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი სერბეთსა და საქართველოს შორის. 2019 წელს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ასევე, საქართველოსა და სერბეთს შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობისა და საკონსულო სფეროებში.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23959/06/239590619_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_8ebc579e843f9ab4d52f8b2b5603dd9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სერბეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, სერბეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ოპოზიციის გამარჯვება სერბეთში: „ქართულ ოცნებაში“ გარე ჩარევაზე მიუთითებენ
სერბეთის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში კოალიცია „ერთიანი სერბეთი" დამარცხდა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სერბეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები სერბი ხალხის პოლიტიკურ ნებას ასახავს, თუმცა მომხდარის შეფასებისას აუცილებელია გარე ძალების ჩარევის გათვალისწინებაც, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
25 ოქტომბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, „სტუდენტურმა სიამ“ ამომრჩეველთა ხმების 52,54% დააგროვა, მაშინ როდესაც ყოფილი პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის კოალიცია „ერთიანმა სერბეთმა“ 39,29% მიიღო. ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება იმავე საღამოს აღიარა. პოლიტიკოსმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მისი კოალიცია დამარცხდა „რევოლუციის“ გამო, რომელიც აშშ-ის „დიფ სთეითმა“ და ევროკავშირის ქვეყნების ძალებმა მოაწყვეს.
„სერბეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია და მათი პოლიტიკური სურვილის რეალიზებას წარმოადგენს ის, რა შედეგიც დადგა სერბეთში. თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია ის ჩარევები, რომელიც სერბეთში, და არამხოლოდ, მიმდინარეობს გარე ძალებისგან. ამის დასტურია ყოფილი პრეზიდენტის ვუჩიჩის განცხადებაც”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეგობრულ სერბეთთან ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნის პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტების განვითარება, კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ სერბეთთან ურთიერთობის გაღრმავება და ცხადია, ის შედეგი, რა შედეგიც აისახა არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ამ შედეგთან მიმართებით ჩვენთვის, ასევე მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა", - განაცხადა დეპუტატმა.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მოწმობს.
2018 წლის მარტში ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი სერბეთსა და საქართველოს შორის. 2019 წელს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ასევე, საქართველოსა და სერბეთს შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობისა და საკონსულო სფეროებში.