სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

© photo: Sputnik / Stringerპენიტენციური სამსახური
პენიტენციური სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
პენიტენციური სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დღეს დატოვა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა - მინისტრმა განცხადება დააკმაყოფილა.
თათარაშვილი მიმდინარე წლის ივნისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, 1 წლის განმავლობაში იგი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2025 წლის აპრილში კი თათარაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა და ამ პოზიციაზე 2 თვე იმუშავა.
დღეს, საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა - აღნიშნული პატიმარ დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
მანამდე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე 21 ოქტომბერს ძალადობის მუხლით დაიწყო.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს გლდანის ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.
პენიტენციური სამსახურმა ციხეში პატიმრების მიერ დავით ფეიქრიშვილი სცემა კატეგორიულად უარყო.
ფეიქრიშვილის ადვოკატის პაატა გოგიაშვილის თქმით, მiსი დაცვის ქვეშ მყოფს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა პატიმრობაში მყოფმა მისმა ძმამ გიორგი ფეიქრიშვილმაც.
20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს, კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს გლდანის ციხეში. მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ დააბრუნეს.
ყველა ახალი ამბავი
0