თავად ადასტურებენ ჩვენს ბრალდებებს: პაპუაშვილი ოპოზიციაზე სასამართლოში

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
29 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საქმის არსებით განხილვას შეუდგა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომების დროს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებმა დაადასტურეს, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, ხოლო მათი აკრძალვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენემი განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია – საქართველოსთვის“. სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართა - სამივე დღე ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს დაეთმო. თუმცა, სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ისინი ან უსაფუძვლო იყო, ან არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
„თავად პოზიცია, რომელიც აკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობის დროს ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა გაახმოვანეს, ადასტურებს ჩვენს სარჩელს... ისინი ამტკიცებენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღოს. ამით ისინი ადასტურებენ მათ მიმართ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაადანაშაულა ოპოზიციური პარტიები სასამართლო პროცესის გაჭიანურების მცდელობაში, რაც გამოიხატება უსაფუძვლო შუამდგომლობების წარდგენაში — მათ შორის, მოთხოვნებში მოსამართლეთა მთელი შემადგენლობის ან ცალკეული მოსამართლეების აცილების თაობაზე.
პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ამ პოლიტიკური ძალების აკრძალვა ხელს შეუწყობს სხვა პარტიებისთვის უფრო ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.
„ეს პარტიები წამლავენ პოლიტიკურ პროცესს საქართველოში. ეს ტოქსიკური პოლიტიკური გარემო მათგან გაიწმინდება და სხვა პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, კონკურენციის პირობებში მიმართონ თავიანთ ამომრჩევლებსა და ქართულ საზოგადოებას“, — განაცხადა მან.
პარლამენტის სპიკერის თქმით, 14 წელია „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს, რომ ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება" არის ანტიკონსტიტუციური. მისი თქმით, ამ დროის მანძილზე ოპოზიციას შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა, რაც არ გააკეთა.
„ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ საბოლოო ჯამში დაადგინოს ვინ არის ანტიკონსტიტუციური - ჩვენ თუ ისინი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ორშაბათს, 29 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საქმის არსებით განხილვას შეუდგა. სხდომები გაგრძელდება 29 ოქტომბრის ჩათვლით და ყოველდღე გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9-თვიანი ვადა აქვს.
რა მოითხოვა ოპოზიციამ
პარტია „ფედერალისტების“ წარმომადგენლებმა მოსმენებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დანარჩენმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ პროცესის მიმდინარეობისას მთავარი აქცენტი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ძირითად მტკიცებულებაზე — საპარლამენტო კომისიის ანგარიშზე — გააკეთა. აღნიშნული კომისია იკვლევდა დანაშაულებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ასევე იმ პერიოდშია ჩადენილი, როდესაც ეს პარტიები ოპოზიციაში იყვნენ; ოპოზიციური პარტიები კი მოითხოვდნენ, რომ ეს დოკუმენტი საქმიდან ამოეღოთ.
მართალია, სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს უდავო მტკიცებულებად.
მეორე მოთხოვნა საქმის მოწმეების გამოძახებას ეხებოდა; დასახელებულ პირთა შორის იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოპოზიციის არგუმენტები არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია.
მესამე — და ყველაზე სადავო — საკითხი იმას ეხებოდა, თუ ვის წინააღმდეგაა მიმართული კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებები.
მმართველი პარტია კვლავაც ამტკიცებს, რომ პასუხისმგებლობა პარტიებს, როგორც ერთიან სუბიექტებს, კოლექტიურად ეკისრებათ, მაშინ როდესაც თავად პარტიები ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ.
მმართველი პარტია კვლავაც აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, როგორც ერთიან სუბიექტს, კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაშინ როდესაც თავად პარტიები ინდივიდუალურ მიდგომას ითხოვენ.
2019 წლის შემდეგ დაარსებულმა სამმა პარტიამ — „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ — ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროტესტი გამოთქვა; ისინი აცხადებენ, რომ სარჩელში მოყვანილ ფაქტთა უმეტესობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, რადგან იმ დროისთვის ისინი ჯერ კიდევ არ არსებობდნენ.
რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.
ყველა ახალი ამბავი
0