სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლება: 13 პირს ბრალი წარედგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliმიწის ნაკვეთი
მიწის ნაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 11,929 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო ღირებულება 1.025,719 ლარს აღემატება.
სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი – 11,929 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო ღირებულება 1.025,719 ლარს აღემატება.
პირველ საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებისა და გამოყენების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი, თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია, ხოლო საბაზრო ღირებულება 116 ათას ლარს აღემატება.
მეორე საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ რვა ბრალდებულმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გზით ჯგუფურად, თაღლითურად დაირეგისტრირა თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია, ხოლო ღირებულება 733,760 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები სრულად გასხვისებულია.
მესამე სისხლის სამართლის საქმეზე ორმა პირმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში მდებარე ორ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 1,840 კვადრატული მეტრია, ხოლო საერთო ღირებულება 12,912 ლარს შეადგენს.
მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარეგისტრირებელი ორგანოსათვის განზრახ ყალბი მონაცემების მიწოდების გზით მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, საერთო ფართობით 7,089 კვადრატულ მეტრს, რომელთა საბაზრო ღირებულება 163,047 ლარს შეადგენს.
ამასთანავე, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად აღიკვეთა ზემოხსენებული პირების მიერ ამავე რეგიონში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10,321 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტები, რომელთა საბაზრო ღირებულება 150,660 ლარია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით, აგრეთვე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0