https://sputnik-georgia.com/20261026/machavariani-dasavletis-ormag-standartze-301355080.html
საფრანგეთში დემოკრატიაა, საქართველოში - უკუსვლა? მაჭარაშვილი დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე
საფრანგეთში დემოკრატიაა, საქართველოში - უკუსვლა? მაჭარაშვილი დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ევროპაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ბუმერანგის პრინციპს: ის, რასაც სხვებს უსურვებ, შესაძლოა, საბოლოოდ შენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. 26.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-26T15:00+0400
2026-10-26T15:00+0400
2026-10-26T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საფრანგეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/14/301243138_0:171:3032:1877_1920x0_80_0_0_2426ebac59e29a2bd5179f24a03e02c3.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთში კომენდანტის საათი დემოკრატიის უკანდახევაზე საუბრის მიზეზი არ არის, მაშინ როცა პროტესტის დროს ქართველი ძალოვანების ქმედებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.მანამდე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ არეულობის ფონზე ზოგიერთი ქალაქის ცენტრში ნაწილობრივი კომენდანტის საათის შემოღების შესახებ გასცა განკარგულება. მან ასევე არ გამორიცხა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა.მისი თქმით, ევროპაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ბუმერანგის პრინციპს: ის, რასაც სხვებს უსურვებ, შესაძლოა, საბოლოოდ შენს წინააღმდეგ შემობრუნდეს.როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით ორი წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი, სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებიდა ელჩები, საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო აქციების ფონზე „გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ“ მოუწოდებდნენ.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პოლიციელების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვებისა და პიროტექნიკის სროლა, ისევე როგორც სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებებად იქნა შეფასებული.„თუ ეს გამოხატვის თავისუფლება დასაცავი იყო, მაშინ ახლა რა ხდება საფრანგეთის, იტალიის, ალბანეთის ქალაქებში, არამარტო - ბელგიაში და ბევრ ქვეყანაში? პოლიციელები იქ კი არ დგანან და ძალადობრივი აქციის მონაწილეები პიროტექნიკას კი არ ესვრიან, არამედ პოლიციელები იქ თავპირს ამტვრევენ ამ ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.მან ასევე გაიხსენა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ მის ქვეყანაში ძალადობის ადგილი არ არის და დასვა კითხვა: რატომ არ ვრცელდება მისი აზრით, მსგავსი მიდგომა საქართველოს მიმართებით.პოლიტიკოსის თქმით, ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება მიუთითებს არა საქართველოს მიმართ პარტნიორობაზე, არამედ ქვეყნის გაკონტროლების სწრაფვაზე.საფრანგეთში მიმდინარე არეულობის ფონზე, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კვლავ გაიხსენეს ემანუელ მაკრონის განცხადებები და ერთმანეთს შეადარეს მისი რეაქცია პარიზსა და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.18 ოქტომბერს მაკრონმა დაგმო პარიზში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძალადობის მასობრივი გამოვლინებები და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ძალადობის ყველა მოქმედი პირი დაისჯება. 2024 წლის დეკემბერში კი პირიქით, საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, საფრანგეთის ლიდერმა შეშფოთება გამოხატა ქართველი ძალოვანების ქმედებებზე და განაცხადა „ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ სასტიკი რეპრესიების“ შესახებ.საფრანგეთში საპროტესტო აქციების ტალღა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. სკოლის მოსწავლეები პირველები გამოვიდნენ ქუჩებში და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები გააპროტესტეს. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ქვეყანაში ფასების მომატებით უკმაყოფილო ადამიანები, შედეგად დემონსტრაციები სხვა რეგიონებზეც გავრცელდა.ყველაზე მასშტაბური 17 ოქტომბრის საყოველთაო დემონსტრაცია იყო, რომელშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 550 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ფრანგმა სამართალდამცველებმა მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/14/301243138_151:0:2882:2048_1920x0_80_0_0_d4f614e9b37e31d1ff53b66771435d28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საფრანგეთი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საფრანგეთი , ახალი ამბები
საფრანგეთში დემოკრატიაა, საქართველოში - უკუსვლა? მაჭარაშვილი დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე
პოლიტიკოსის თქმით, ევროპაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ბუმერანგის პრინციპს: ის, რასაც სხვებს უსურვებ, შესაძლოა, საბოლოოდ შენს წინააღმდეგ შემობრუნდეს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთში კომენდანტის საათი დემოკრატიის უკანდახევაზე საუბრის მიზეზი არ არის, მაშინ როცა პროტესტის დროს ქართველი ძალოვანების ქმედებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მანამდე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ არეულობის ფონზე ზოგიერთი ქალაქის ცენტრში ნაწილობრივი კომენდანტის საათის შემოღების შესახებ გასცა განკარგულება. მან ასევე არ გამორიცხა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა.
„კომენდანტის საათით რომ მართავ პროცესებს, იქ არის დემოკრატია და საქართველოში, სადაც მაქსიმალურად მართავდნენ ძალოვანი უწყებები პროცესებს, აქ არის დემოკრატიის უკუსვლა?! ახლა ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ საფრანგეთში დემოკრატია უკან მიდის და შავი დღე გაუთენდა საფრანგეთის დემოკრატიას?!", - განაცხადა მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
მისი თქმით, ევროპაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ბუმერანგის პრინციპს: ის, რასაც სხვებს უსურვებ, შესაძლოა, საბოლოოდ შენს წინააღმდეგ შემობრუნდეს.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით ორი წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი, სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებიდა ელჩები, საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო აქციების ფონზე „გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ“ მოუწოდებდნენ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პოლიციელების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვებისა და პიროტექნიკის სროლა, ისევე როგორც სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებებად იქნა შეფასებული.
„თუ ეს გამოხატვის თავისუფლება დასაცავი იყო, მაშინ ახლა რა ხდება საფრანგეთის, იტალიის, ალბანეთის ქალაქებში, არამარტო - ბელგიაში და ბევრ ქვეყანაში? პოლიციელები იქ კი არ დგანან და ძალადობრივი აქციის მონაწილეები პიროტექნიკას კი არ ესვრიან, არამედ პოლიციელები იქ თავპირს ამტვრევენ ამ ძალადობრივი აქციის მონაწილეებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ მის ქვეყანაში ძალადობის ადგილი არ არის და დასვა კითხვა: რატომ არ ვრცელდება მისი აზრით, მსგავსი მიდგომა საქართველოს მიმართებით.
პოლიტიკოსის თქმით, ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება მიუთითებს არა საქართველოს მიმართ პარტნიორობაზე, არამედ ქვეყნის გაკონტროლების სწრაფვაზე.
საფრანგეთში მიმდინარე არეულობის ფონზე, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კვლავ გაიხსენეს ემანუელ მაკრონის განცხადებები და ერთმანეთს შეადარეს მისი რეაქცია პარიზსა და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
18 ოქტომბერს მაკრონმა დაგმო პარიზში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძალადობის მასობრივი გამოვლინებები და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ძალადობის ყველა მოქმედი პირი დაისჯება. 2024 წლის დეკემბერში კი პირიქით, საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, საფრანგეთის ლიდერმა შეშფოთება გამოხატა ქართველი ძალოვანების ქმედებებზე და განაცხადა „ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ სასტიკი რეპრესიების“ შესახებ.
საფრანგეთში საპროტესტო აქციების ტალღა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. სკოლის მოსწავლეები პირველები გამოვიდნენ ქუჩებში და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები გააპროტესტეს. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ქვეყანაში ფასების მომატებით უკმაყოფილო ადამიანები, შედეგად დემონსტრაციები სხვა რეგიონებზეც გავრცელდა.
ყველაზე მასშტაბური 17 ოქტომბრის საყოველთაო დემონსტრაცია იყო, რომელშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 550 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ფრანგმა სამართალდამცველებმა მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.