https://sputnik-georgia.com/20261026/kvaracxelia-oqros-burtis-dajildoebas-gamotovebs-301362803.html
კვარაცხელია „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიას გამოტოვებს
კვარაცხელია „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიას გამოტოვებს
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს. 26.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-26T18:15+0400
2026-10-26T18:15+0400
2026-10-26T18:15+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/10/284998284_0:326:1639:1248_1920x0_80_0_0_1ddefd05db7aebf9e8e486a1b4991075.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. „ბარსელონასთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიას გამოტოვებს, ამის შესახე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.გამოცემა L’Équipe-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ოპერაცია მომავალი კვირის დასაწყისში კატარში ჩაუტარდება - ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.დაჯილდოების ცერემონიას ასევე არ დაესწრებიან „პსჟ"-ს ფეხბურთელები და და მწვრთნელი ლუის ენრიკე - ფრანგულ კლუბი დღეს „ლიონთან" მატჩს გამართავს.„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ასევე არიან უსმან დემბელე, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, მარკინიოსი და ნუნო მენდეში. Ballon d'Or-ის დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.2024/2025 საფეხბურთო სეზონის შედეგებით „ოქროს ბურთის" მოქმედი მფლობელი „პსჟ"-ს თავდამსხმელი უსმან დემბელეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/10/284998284_0:339:1639:1568_1920x0_80_0_0_14d151864d9f946a19cf0d4d4d60d1c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარაცხელია „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიას გამოტოვებს
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. „ბარსელონასთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიას გამოტოვებს, ამის შესახე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
გამოცემა L’Équipe-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას ოპერაცია მომავალი კვირის დასაწყისში კატარში ჩაუტარდება - ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.
დაჯილდოების ცერემონიას ასევე არ დაესწრებიან „პსჟ"-ს ფეხბურთელები და და მწვრთნელი ლუის ენრიკე - ფრანგულ კლუბი დღეს „ლიონთან" მატჩს გამართავს.
„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ასევე არიან უსმან დემბელე, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, მარკინიოსი და ნუნო მენდეში. Ballon d'Or-ის დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.
2024/2025 საფეხბურთო სეზონის შედეგებით „ოქროს ბურთის" მოქმედი მფლობელი „პსჟ"-ს თავდამსხმელი უსმან დემბელეა.