პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Stringerსპეციალური პენიტეციური სამსახური
სპეციალური პენიტეციური სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით დღეს მიმართა - აღნიშნული პატიმარ დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
იუსტიციის მინისტრმა გიორგი პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით დღეს მიმართა - აღნიშნული პატიმარ დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განხადებაში.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს გლდანის ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.
პენიტენციური სამსახურმა ციხეში პატიმრების მიერ დავით ფეიქრიშვილი სცემა კატეგორიულად უარყო.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე 21 ოქტომბერს ძალადობის მუხლით დაიწყო.
ფეიქრიშვილის ადვოკატის პაატა გოგიაშვილის თქმით, მსი დაცვის ქვეშ მყოფს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა პატიმრობაში მყოფმა მისმა ძმამ გიორგი ფეიქრიშვილმაც.
20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს, კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს გლდანის ციხეში. მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ დააბრუნეს.
40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ ლარის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს (კაწრო), რომლებსაც კრიმინალურ სამყაროში „ავტორიტეტებად” მოიხსენიებენ, რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე გასულ კვირაში დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ-რა¬ი¬ნის უსაფრ¬თხო¬ე¬ბის სამსახურ¬მა ერ¬თობ¬ლი¬ვი ოპე¬რა¬ცი¬ით თა¬ვი¬დან აიცილეს ძმე¬ბი ფე-იქ¬რიშ¬ვი¬ლე¬ბის მკვლე¬ლო¬ბა. პროკურატურის ვერ¬სი¬ით, თავდასხმას უკ¬რა¬ი¬ნა¬ში მყო¬ფი კრი-მი¬ნა¬ლუ¬რი ავ¬ტო¬რი¬ტე¬ტი, ვატო ყი¬ფი¬ა¬ნი გეგმავ¬და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.
ყველა ახალი ამბავი
0