ბოჭორიშვილი ბულგარეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშისოფია
სოფია - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2026
გამოწერა
სოფიის რიგით მეშვიდე ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მსოფლიოსა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამომავლო სტრატეგიებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში 26 ოქტომბერს გაიხსნება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფიის რიგით მეშვიდე ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მსოფლიოსა და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამომავლო სტრატეგიებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.
ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „ევროპული ერთიანობა გზაჯვარედინზე: ნაციონალიზმი თუ საერთო სტრატეგია?“. გარდა ამისა საქართველოს პირველ დიპლომატს ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები.
ბულგარეთში საქართველოს ელჩის ზურაბ ხამაშურიძის განცხადებით, სოფიის ეკონომიკური ფორუმი არის მაღალი დონის ეკონომიკური პლატფორმა დიალოგისთვის, რომელშიც მონაწილეობენ მაღალი დონის პოლიტიკოსები მასპინძელი ქვეყნიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ბიზნესის და სხვა დარგობრივი სფეროების, ინდუსტრიის წარმომადგენლები.
„ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გეოპოლიტიკური განვითარებების ფონზე, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. მინისტრს მიეცემა საშუალება, რომ პანელურ დისკუსიაზე ხაზი გაუსვას საქართველოს საკვანძო როლს დაკავშირებადობის, „შუა დერეფნის" განვითარების, ასევე ქვეყნის წვლილს რეგიონებს შორის დაკავშირებადობის განვითარების კუთხით", — განაცხადა ხამაშურიძემ.
მისი თქმით, მხარეები ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილავენ მიმდინარე თანამშრომლობასა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ძირითად თემებს შორისაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ციფრული დაკავშირებადობა, ტურიზმი და ვაჭრობის განვითარება.
როგორც ხამაშურიძემ აღნიშნა, საქართველო თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან, საკვანძო როლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის, განსაკუთრებით „შუა დერეფნის" კონტექსტში.
სოფიის ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც 250-ზე მეტი სპიკერი და 1000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0