https://sputnik-georgia.com/20261025/ufc-merab-dvalisvili-piotr-iantan-damarcxda-301344148.html
UFC: მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდაა
UFC: მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდაა
Sputnik საქართველო
აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. 25.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-25T01:47+0400
2026-10-25T01:47+0400
2026-10-25T01:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705295_0:0:1441:810_1920x0_80_0_0_48a64221b828e6c4bfe8b5b0ffff3737.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვერ დაიბრუნა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ პიოტრ იანთან წააგო.აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და შემდეგ სამჯერ დაიცვა. 2025 წლის 7 დეკემბერს კი მან ქამარი პიოტრ იანთან ბრძოლაში დათმო.დვალიშვილსა და იანს შორის ეს რიგით მესამე ბრძოლა იყო. 2023 წელს ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში კი იანმა რევანში აიღო და დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.პიოტრ იანი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის უკვე სამგზის ჩემპიონია. რუსმა მებრძოლმა ჩემპიონობა პირველად 2020 წელს მოიპოვა, მოგვიანებით კი ქამარი დაკარგა - ტიტული მან გასული წლის დეკემბერში დაიბრუნა. რაც შეეხება დვალიშვილს, იგი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მებრძოლია. მას შერეულ ორთაბრძოლებში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.35 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ის რეკორდის დამყარება შეეძლო – მან გასულ წელს ქამარი სამჯერ დაიცვა და მეოთხე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში გასული წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705295_0:0:1441:1080_1920x0_80_0_0_6ea3b5be237c76d885e889d40d72408a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
UFC: მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდაა
01:47 25.10.2026 (განახლებულია: 01:48 25.10.2026) აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვერ დაიბრუნა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ პიოტრ იანთან წააგო.
აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და შემდეგ სამჯერ დაიცვა. 2025 წლის 7 დეკემბერს კი მან ქამარი პიოტრ იანთან ბრძოლაში დათმო.
დვალიშვილსა და იანს შორის ეს რიგით მესამე ბრძოლა იყო. 2023 წელს ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში კი იანმა რევანში აიღო და დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.
პიოტრ იანი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის უკვე სამგზის ჩემპიონია. რუსმა მებრძოლმა ჩემპიონობა პირველად 2020 წელს მოიპოვა, მოგვიანებით კი ქამარი დაკარგა - ტიტული მან გასული წლის დეკემბერში დაიბრუნა.
რაც შეეხება დვალიშვილს, იგი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მებრძოლია. მას შერეულ ორთაბრძოლებში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.
35 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ის რეკორდის დამყარება შეეძლო – მან გასულ წელს ქამარი სამჯერ დაიცვა და მეოთხე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში გასული წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.