https://sputnik-georgia.com/20261025/skolebshi-chveni-jari-grzeldeba-301347355.html
საქართველოს სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
საქართველოს სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
Sputnik საქართველო
პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების... 25.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-25T15:41+0400
2026-10-25T15:41+0400
2026-10-25T15:41+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765097_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_50ba0f6c7fc830df54f982308e34491e.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თავდაცვის სამინისტროს პროექტ „ჩვენი ჯარის" ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებთან საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი შეხვედრა გამართეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელიც სკოლებში სამხედრო მოსამსახურეების მოსწავლეებთან შეხვედრასა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, 2025 წლის მარტში განახლდა. პროექტი 2018 წელს ამოქმედდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო. იგი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის საჯარო სკოლებს მოიცავს.თელავში შეხვერაზე სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს გააცნეს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამები, ჩარიცხვის პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები.ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.პროექტი „ჩვენი ჯარი" რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765097_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f36a7e6895dca83ec14d332f41fe2446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველოს სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თავდაცვის სამინისტროს პროექტ „ჩვენი ჯარის" ფარგლებში, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და უფროსკლასელებთან საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი შეხვედრა გამართეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“, რომელიც სკოლებში სამხედრო მოსამსახურეების მოსწავლეებთან შეხვედრასა და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, 2025 წლის მარტში განახლდა. პროექტი 2018 წელს ამოქმედდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო. იგი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის საჯარო სკოლებს მოიცავს.
თელავში შეხვერაზე სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს გააცნეს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამები, ჩარიცხვის პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტი „ჩვენი ჯარი" რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.