საფრანგეთის გრან-პრი: საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ანგარიშზე 2 ვერცხლის მედალია

© photo: Sputnik / Нина Зотина / გადასვლა მედიაბანკშიანასტასია გუბანოვა
ანასტასია გუბანოვა - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ლიდერობენ - წყვილი თავისუფალ პროგრამას 25 ოქტომბერს წარადგენს.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ანასტასია გუბანოვამ და დიანა დევისი-გლებ სმოლკინის წყვილმა საფრანგეთის ქალაქ ანჟეში მიმდინარე გრან-პრის სერიის ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრი გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 72,63 ქულით მეორე ადგილზე იყო. მან თავისუფალ პროგრამაში 130,19 ქულა დააგროვა და ორი პროგრამის ჯამში 202,82 ქულით გრან-პრიზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.
დევისი-სმოლკინის წყვილმა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. რიტმულ ცეკვებში წყვილმა 77,90 ქულა დაიმსახურა და მეორე ადგილზე გავიდა, თავისუფალ ცეკვებში კი მათ 116, 03 ქულა დააგროვეს - ორი პროგრამის ჯამში მოციგურავეების ქულამ 193,93 შეადგინა.
გარდა ამისა, სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამის შემდეგ კიდევ ერთი დუეტი - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ლიდერობენ. წყვილი თავისუფალ პროგრამას 25 ოქტომბერს წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0