https://sputnik-georgia.com/20261025/saqarteloshi-mkopi-rusebis-11-procenti-rezidentia-301340023.html
ეროვნული ბანკი: საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 11% რეზიდენტი პირები არიან
ეროვნული ბანკი: საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 11% რეზიდენტი პირები არიან
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს 641,3 მილიონი დოლარი 25.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-25T10:55+0400
2026-10-25T10:55+0400
2026-10-25T10:55+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/01/300387432_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_51ac28530f0e33603fa5e3270f82c745.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 10,8% ქვეყნის რეზიდენტები არიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს პირებს, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან, ან ვინც ერთ წელზე მეტი ვადით საქართველოში დარჩენას აპირებს.2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეზიდენტებად მიჩნეული არიან საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 14,2% უკრაინის 13%. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.სებ-ის მონაცემებით, 2026 წლის სამ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 16,89% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს 641,3 მილიონი დოლარი, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიდთან შედრებით 14,5%-ით მეტია.რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მიმდინარე წლის სამ კვარტალში მათი ხარჯები 84 და 167,3 მილიონი დოლარი იყო. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოში დახარჯული თანხების მიხედვით ტოპ-ათეულში შედიან.2026 წლის ცხრა თვეში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/01/300387432_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_4c6eb7be0cbd5f9b2c4fe13fdebf453c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნული ბანკი: საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 11% რეზიდენტი პირები არიან
საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს 641,3 მილიონი დოლარი
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 10,8% ქვეყნის რეზიდენტები არიან, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი რეზიდენტებად მიიჩნევს პირებს, რომლებიც ქვეყანაში 1 წელზე მეტი ვადით იმყოფებიან, ან ვინც ერთ წელზე მეტი ვადით საქართველოში დარჩენას აპირებს.
2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეზიდენტებად მიჩნეული არიან საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 14,2% უკრაინის 13%. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის თანახმად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
სებ-ის მონაცემებით, 2026 წლის სამ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების ხარჯებმა საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 16,89% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს 641,3 მილიონი დოლარი, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიდთან შედრებით 14,5%-ით მეტია.
რაც შეეხება ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეებს, მიმდინარე წლის სამ კვარტალში მათი ხარჯები 84 და 167,3 მილიონი დოლარი იყო. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოში დახარჯული თანხების მიხედვით ტოპ-ათეულში შედიან.
2026 წლის ცხრა თვეში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით მეტია.