„საბავშვო ევროვიზია - 2026": საქართველოს წარმომადგენელმა კონკურსზე მეხუთე ადგილი დაიკავა

© Junior Eurovision საბავშვო ევროვიზია
საბავშვო ევროვიზია - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
პირველი ადგილი სომხეთის წარმომადგენელმა, ახალგაზრდა მომღერალმა ნარემ დაიკავა.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მალტაში რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ცხრა წლის დავით ლომიძემ მეხუთე ადგილი დაიკავა.
პირველი ადგილი სომხეთის წარმომადგენელმა, ახალგაზრდა მომღერალმა ნარემ (Naré) სიმღერით BOO! დაიკავა. მეორეზე საფრანგეთი გავიდა, მესამეზე ესპანეთი, მეოთხეზე კი სან-მარინო.
დავითი წარდგა სიმღერით Sun On the Rooftops („მზე სახურავებზე“) მე-15 ნომრად. კონკურსს სულ 16 მონაწილე ჰყავდა.
დავითმა ჟიურისგან 94 ქულა, ხოლო ონლაინ კენჭისყრის შედეგად — 51 ქულა მიიღო. კენჭისყრისას საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება — 12 ქულა — საფრანგეთისა და იტალიისგან მიიღო. თავის მხრივ, საქართველომ საკუთარი 12 ქულა მასპინძელ ქვეყანას, მალტას მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო კონკურსის ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდსმენია: ახალგაზრდა ქართველმა შემსრულებლებმა „საბავშვო ევროვიზიაზე“ ოთხჯერ გაიმარჯვეს — ეს შედეგი საქართველომ საფრანგეთთან ერთად გაიზიარა. გასულ წელს საქართველოს წარმომადგენელმა, ანიტა აბგარიანმა, კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0