საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებს განსჯიან

© Facebook / Georgian Rugbyრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
ახალგაზრდა ქართველი არბიტრები ტურნირის ფარგლებში მთავარი მსაჯის ასისტენტების როლს შეასრულებენ.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეფერები საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის (Nations Cup) ნოემბრის მატჩებზე იმსაჯებენ, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
ახალგაზრდა ქართველი არბიტრები ტურნირის ფარგლებში მთავარი მსაჯის ასისტენტების როლს შეასრულებენ.
მსოფლიო რაგბის (World Rugby) ოფიციალური განრიგის მიხედვით, ქართული სამსაჯო წყვილი ნოემბერში რუმინეთში ორ საპასუხისმგებლო შეხვედრას მოემსახურება: ისინი 6 ნოემბერს ბუქარესტში, „არკულზე“ რუმინეთი - ტონგას მატჩს განსჯიან, 14 ნოემბერს კი რუმინეთი - აშშ-ს შეხვედრაში მოედნის მსაჯს დაეხმარებიან.
25 წლის რეფერი საბა მახარაძისთვის ეს დანიშვნა ბოლო პერიოდის დიდი პროგრესის ლოგიკური გაგრძელებაა. 2026 წელს მას უკვე ჰქონდა დებიუტი 20-წლამდელთა „ექვს ერზე“, ზაფხულში კი საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოედნის 12 მსაჯს შორის დასახელდა.
რაც შეეხება საბა აბულაშვილს, იგი ქართული სამსაჯო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს (მათ შორის, ნამსაჯები აქვს მსოფლიო რაგბის ალაფის ფინალი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფები).
ყველა ახალი ამბავი
0