რამ განაპირობა საქართველოს რეკორდული ეკონომიკური მაჩვენებლები? უწყების განმარტება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
სექტემბერში დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც 731 მილიონ დოლარს გადააჭარბა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ბაზრების დივერსიფიკაციამ და უბაჟო ექსპორტმა საქართველოს რეკორდული ეკონომიკური მაჩვენებლები გამოიწვია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9,2%-ით გაიზარდა და 20,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ექსპორტის მაჩვენებელმა კი 6,2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 19,6%-ით მეტია 2025 წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე.
„აღნიშნული ასევე ადასტურებს ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე და, საერთო ჯამში, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის სისწორეს. ეს გამოიხატება, მათ შორის, იმ შესაძლებლობაში, რასაც საქართველო აძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს, რათა მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის უმსხვილეს ბაზარზე და სხვა რეგიონული ქვეყნების ბაზრებზე ტარიფების გარეშე“, – განაცხადა ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნული უპირატესობა მონაცემებში აისახება და, შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები და მზარდი დინამიკა ფიქსირდება.
საგარეო ვაჭრობის სფეროში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრისას, ცინცაძემ აღნიშნა, რომ სექტემბერში დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც 731 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
„უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებით, ექსპორტი 19%-ზე მეტით გაიზარდა და 6,1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია“, — განაცხადა მან.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საგარეო ვაჭრობაში დაფიქსირებული ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისა და, ზოგადად, ქვეყანაში წარმოების გაფართოებისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0