ფოთში მამაკაცმა ცოლი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
ადგილობრივების ინფორმაცით, სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ცოლი მოკლა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ 47 წლის ქალი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.
მედიის ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა „112"-ში თავად დარეკა - ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა - მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
შსს-ის ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0