ჩოგბურთი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

© AFP 2024 / MATTHEW STOCKMANნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი ფინალში დანილ მედვედევს დაუპირისპირდება – მატჩი 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველი ჩოგბურთელი ფინალში დანილ მედვედევს დაუპირისპირდება – მატჩი 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ერთხელ აართვა ჩაწოდება და სეტის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. მეორე სეტში გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი გახდა საჭირო, რომელიც ციციპასის გამარჯვებით დასრულდა.
გადამწყვეტი პარტია კვლავ ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბასილაშვილმა ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0