საფრანგეთის გრან-პრი: მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ანჟეში მიმდინარე გრან-პრის სერიის ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში, საპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამით გამოსვლის შემდეგ მეტელკინა-ბერულავას წყვილი პირველ ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს, ორი პროგრამის ჯამში 204.65 ქულა დააგროვეს და ტურნირზე გამოსვლა ოქროს მედლით დაასრულეს.
საფრანგეთის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ ორი ვერცხლის მედალია – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ქალთა შორის – ანასტასია გუბანოვა, ხოლო სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0