ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

© Facebook / photo: Golden Globes / FB„ოქროს გლობუსი"
„ოქროს გლობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
Silk Road Tribute Gala-ზე ლევან კოღუაშვილთან ერთად ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის გამორჩეული ხელოვანებიც დაჯილდოვდნენ.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ქართველ რეჟისორ ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ქართველ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს ჯილდო „ოქროს გლობუსის“ გალა-დაჯილდოება Silk Road Tribute Gala-ზე გადასცეს, რომელიც 2026 წლის 23–24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა.
„ლევან კოღუაშვილის საერთაშორისო აღიარება ქართული კინოს მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედებით პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „ბრმა პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის რიგით 99-ე „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს სახელით სწორედ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარადგინა.
Silk Road Tribute Gala-ზე ლევან კოღუაშვილთან ერთად ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის გამორჩეული ხელოვანებიც დაჯილდოვდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0