მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩავა თუ არა ტრამპი მოსკოვში? კრემლის განმარტება

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2026
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი კოლეგა მოსკოვში გასულ წელს, ანკორიჯში გამართული რუსეთ-აშშ-ის სამიტის დროს მიიწვია.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი კოლეგა მოსკოვში გასულ წელს, ანკორიჯში გამართული რუსეთ-აშშ-ის სამიტის დროს მიიწვია.
„ახლა ამაზე საუბარი არ არის, ახლა ყველა შენჟენს უყურებს“, – ციტირებს РИА Новости პესკოვის სიტყვებს.
ჩინეთის ქალაქი შენჟენი 18–19 ნოემბერს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტს უმასპინძლებს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების სავარაუდო შეხვედრის მომზადებით არის დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0