საქართველოს უნგრეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვს - პრემიერი

© Сourtesy of Georgian Governmentპეტერ მადიარი და ირაკლი კობახიძე
პეტერ მადიარი და ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიწვევით, 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს ესწრება.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო იმედოვნებს, რომ უნგრეთთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და ყველაფერს გააკეთებს ურთიერთობების გასაღრმავებლად, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში.
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიწვევით, 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს ესწრება. მისი თქმით, ოფიციალურ ვახშამზე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად ესაუბრათ მადიართან ერთად ორმხრივ ურთიერთობებზე.
© Сourtesy of Georgian Governmentპეტერ მადიარი და ირაკლი კობახიძე
Премьер-министр Грузии Ираклий Кобахидзе и премьер-министр Венгрии Петер Мадьяр - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
პეტერ მადიარი და ირაკლი კობახიძე
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0