https://sputnik-georgia.com/20261024/sabavsvo-evrovizia-2026-rodis-gaimarteba-finali-da-rogor-mivcet-xma-saqartvelos-301340522.html
„საბავშვო ევროვიზია - 2026": როდის გაიმართება ფინალი და როგორ მივცეთ ხმა საქართველოს
„საბავშვო ევროვიზია - 2026": როდის გაიმართება ფინალი და როგორ მივცეთ ხმა საქართველოს
Sputnik საქართველო
დავით ლომიძე სცენაზე მე-15 ნომრად გამოვა. საქართველოს წარმომადგენლის მხარდაჭერა ონლაინ რეჟიმში შოუს დაწყებამდეც არის შესაძლებელი 24.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-24T16:26+0400
2026-10-24T16:26+0400
2026-10-24T16:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ევროვიზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/18/301335132_0:79:2501:1485_1920x0_80_0_0_44f59c1976ec42eba566540900b62b85.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. შაბათს, 24 ოქტომბერს მალტაში რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება - საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე ცხრა წლის დავით ლომიძე წარადგენს.კონკურსი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. დავითი წარდგება სიმღერით Sun On the Rooftops („მზე სახურავებზე“) მე-15 ნომრად. კონკურსში სულ 16 მონაწილეა.როგორ მივცეთ ხმახმის მიცემა უფასოდ შესაძლებელია ვებგვერდზე jesc.tv ან ბმულზე https://vote.eurovision.com/. დიდების ევროვიზიისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს თავისი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ. კენჭისყრა ორ ეტაპად ჩატარდება:1. პირველი ეტაპი (წინასწარი): იხსნება შოუს დაწყებამდე (ფინალის დღეს, 2026 წლის 24 ოქტომბერს — დილის საათებიდან პირდაპირი ეთერის დაწყებამდე). საჭიროა ვებგვერდზე შესვლა, ყველა გამოსვლის მოკლე მიმოხილვის ნახვა და შემდეგ ხმის მიცემა.2. მეორე ეტაპი (პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას): იხსნება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი პირდაპირ ეთერში გამოვა. ეს ეტაპი დაახლოებით 15 წუთს გრძელდება, რის შემდეგაც ხმის მიცემა საბოლოოდ სრულდება.საყურადღებოა, რომ წესების თანახმად, სისტემა არ მიიღებს ხმას მხოლოდ ერთი ფავორიტის სასარგებლოდ — ადამიანმა უნდა აირჩიოს ზუსტად სამი მონაწილე. გამარჯვებული გამოვლინდება მაყურებელთა კენჭისყრის შედეგებისა და ჟიურის მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე; საბოლოო შედეგზე თითოეულ მხარეს 50%-იანი გავლენა ექნება.აღსანიშნავია, რომ საქართველო კონკურსის ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდსმენია: ახალგაზრდა ქართველმა შემსრულებლებმა „საბავშვო ევროვიზიაზე“ ოთხჯერ გაიმარჯვეს — ეს შედეგი საქართველომ საფრანგეთთან ერთად გაიზიარა. გასულ წელს საქართველოს წარმომადგენელმა, ანიტა აბგარიანმა, კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/18/301335132_208:0:2292:1563_1920x0_80_0_0_10596ae1e914ed423255fa33e2b65708.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ევროვიზია
„საბავშვო ევროვიზია - 2026": როდის გაიმართება ფინალი და როგორ მივცეთ ხმა საქართველოს
დავით ლომიძე სცენაზე მე-15 ნომრად გამოვა. საქართველოს წარმომადგენლის მხარდაჭერა ონლაინ რეჟიმში შოუს დაწყებამდეც არის შესაძლებელი
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. შაბათს, 24 ოქტომბერს მალტაში რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება - საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე ცხრა წლის დავით ლომიძე წარადგენს.
კონკურსი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. დავითი წარდგება სიმღერით Sun On the Rooftops („მზე სახურავებზე“) მე-15 ნომრად. კონკურსში სულ 16 მონაწილეა.
ხმის მიცემა უფასოდ შესაძლებელია ვებგვერდზე jesc.tv ან ბმულზე
https://vote.eurovision.com/. დიდების ევროვიზიისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს თავისი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ. კენჭისყრა ორ ეტაპად ჩატარდება:
1. პირველი ეტაპი (წინასწარი): იხსნება შოუს დაწყებამდე (ფინალის დღეს, 2026 წლის 24 ოქტომბერს — დილის საათებიდან პირდაპირი ეთერის დაწყებამდე). საჭიროა ვებგვერდზე შესვლა, ყველა გამოსვლის მოკლე მიმოხილვის ნახვა და შემდეგ ხმის მიცემა.
2. მეორე ეტაპი (პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას): იხსნება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი პირდაპირ ეთერში გამოვა. ეს ეტაპი დაახლოებით 15 წუთს გრძელდება, რის შემდეგაც ხმის მიცემა საბოლოოდ სრულდება.
საყურადღებოა, რომ წესების თანახმად, სისტემა არ მიიღებს ხმას მხოლოდ ერთი ფავორიტის სასარგებლოდ — ადამიანმა უნდა აირჩიოს ზუსტად სამი მონაწილე. გამარჯვებული გამოვლინდება მაყურებელთა კენჭისყრის შედეგებისა და ჟიურის მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე; საბოლოო შედეგზე თითოეულ მხარეს 50%-იანი გავლენა ექნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო კონკურსის ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდსმენია: ახალგაზრდა ქართველმა შემსრულებლებმა „საბავშვო ევროვიზიაზე“ ოთხჯერ გაიმარჯვეს — ეს შედეგი საქართველომ საფრანგეთთან ერთად გაიზიარა. გასულ წელს საქართველოს წარმომადგენელმა, ანიტა აბგარიანმა, კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.