რუსთველის გამზირის რეაბილიტაცია: თბილისის მერიამ კონტრაქტორი მე-13-ედ დააჯარიმა

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
მთლიანობაში კომპანიის ჯარიმებმა უკვე 18 ათას ლარს გადააჭარბა, თითქმის 20 მილიონიანი პროექტის დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ 24-საათიანი მუშაობის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მე-13-ედ დააჯარიმა კომპანია Smart Solutions, რომელიც რუსთველის გამზირზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჯარიმის წერილიდან ირკვევა, 20 ოქტომბერს 22:56 საათზე ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ ბესიკის ქუჩიდან არსებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, როგორც ამას მის მიერ ნაკისრი ვალდებულება ითვალისწინებდა.
ჯარიმამ 1.271 ლარი შეადგინა, მთლიანობაში კომპანიის ჯარიმებმა უკვე 18 ათას ლარს გადააჭარბა.
„სმარტ სოლუშენსმა“ გაიმარჯვა რუსთველის გამზირის რეკონსტრუქციის ტენდერში. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კონტრაქტის საერთო ღირებულება 19,8 მილიონი ლარია.
ტენდერი დაყოფილი იყო სამ ლოტად, რომლებიც მოიცავდა მონაკვეთებს ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე და ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“. „სმარტ სოლუშენსი“ ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, მან წარმოადგინა წინადადება სამუშაოების დასრულებაზე 19,77 მილიონ ლარად.
მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, „სმარტ სოლუშენსი“ ბიზნესმენ ლევან გოგსაძეს ეკუთვნის. კომპანია 2015 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაშია“ შეტანილი და ადრე ასრულებდა პროექტებს თბილისის მერიისა და „საქართველოს მელიორაციის კომპანიისთვის“.
ყველა ახალი ამბავი
0