მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთში თავშესაფრის თხოვნით ყველაზე მეტი განაცხადი უკრაინის მოქალაქეებმა შეიტანეს

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიდროებითი ბინადრობის გაცემა
დროებითი ბინადრობის გაცემა - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთში თავშესაფარი უკრაინის 93.000-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. წელს რუსეთში თავშესაფარი სხვა უცხოელებთან შედარებით ყველაზე ხშირად უკრაინის მოქალაქეებმა მოითხოვეს, ასეთია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები, რომლებსაც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იშველიებს.
მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თავშესაფრის მიღების 2.562 განაცხადი შევიდა, მათ შორის: 1.386 — უკრაინიდან, 427 — სირიიდან და 97 — ავღანეთიდან. თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადი შეიტანეს ასევე ირანის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებმა.
შედარებისთვის, გასულ წელს რუსეთში თავშესაფარი სულ 8.820-მა ადამიანმა მოითხოვა, საიდანაც 4.111 განაცხადი წლის პირველ ნახევარში შევიდა. ყველაზე მეტი განაცხადი უკრაინელებისა (1.140) და სირიელებისგან (1.841) იყო.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთში თავშესაფარი უკრაინის 93.000-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა.
ყველა ახალი ამბავი
0