https://sputnik-georgia.com/20261024/rogor-sheicvala-samrewvelo-produqciaze-pasebi-301332805.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,02%-ით შემცირდა. 24.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-24T11:11+0400
2026-10-24T11:11+0400
2026-10-24T11:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290167957_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_dfbb7311368472d92fbd8363b52f71a6.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის სექტემბერში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,1%-ით, მათ შორის ფასები გაიზარდა სურსათზე – 4,1%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 12,6%-ით.2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,02%-ით შემცირდა.ადგილობრივი წარმოებასაქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები სექტემბერში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,6%-ით გაიზარდა.ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 7,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 4,3%-ით გაიზარდა.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, 4,7%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 11,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 3,7%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 6,8%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 6,2%-ით.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის სექტემბერში 5,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ინფლაციის დონემ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 0,4% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290167957_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_3375a17448b89d5e48b8842f444d3144.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,02%-ით შემცირდა.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის სექტემბერში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,1%-ით, მათ შორის ფასები გაიზარდა სურსათზე – 4,1%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 12,6%-ით.
2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,02%-ით შემცირდა.
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები სექტემბერში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,6%-ით გაიზარდა.
ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 7,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 4,3%-ით გაიზარდა.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, 4,7%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 11,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 3,7%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 6,8%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 6,2%-ით.
წლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის სექტემბერში 5,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ინფლაციის დონემ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 0,4% შეადგინა.