https://sputnik-georgia.com/20261024/qartul-sunel-saneleblebsi-akrzaluli-sarebavebi-gamovlinda-301338896.html
ქართულ სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა
ქართულ სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა. 24.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-24T15:39+0400
2026-10-24T15:39+0400
2026-10-24T15:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/27/234322714_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_51f437a781c51005b282b1b549925166.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღო. უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში: სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს დასახელებული სურსათი, არ გამოიყენოს. სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B; Sudan red B-ს გამოყენება აკრძალულია. უწყების ცნობით, რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. დღეის მონაცემებით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღებული აქვს სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში. აკრძალული საღებავები გამოვლენილია 5 ნიმუშში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/27/234322714_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_0589741e7c4e5a92cbdf05a4d59abdc4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
ქართულ სუნელ-სანელებლებში აკრძალული საღებავები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღო.
უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.
ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში:
წითელი წიწაკა – მწარმოებელი შპს Beyza Gida San Tic, აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
სვანური მარილი – მწარმოებელი შპს ,,იგოეთი" (მის: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი) – აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
ფარშის საკმაზი – მწარმოებელი შპს "დაბი" ( დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა) – აღმოჩნდა Sudan Red G;
სვანური მარილი – მწარმოებელი შპს "ნთკ 2016" ( ქობულეთი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი) – აღმოჩნდა Sudan I.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს დასახელებული სურსათი, არ გამოიყენოს.
სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს.
სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B; Sudan red B-ს გამოყენება აკრძალულია.
უწყების ცნობით, რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.
დღეის მონაცემებით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღებული აქვს სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში. აკრძალული საღებავები გამოვლენილია 5 ნიმუშში.