https://sputnik-georgia.com/20261024/mosaxleobas-mousminet-zaxarovam-al-banos-sityvebis-semdeg-evropel-politikosebs-mimarta-301342588.html
მოსახლეობას მოუსმინეთ: ზახაროვამ ალ ბანოს სიტყვების შემდეგ ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართა
მოსახლეობას მოუსმინეთ: ზახაროვამ ალ ბანოს სიტყვების შემდეგ ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართა
Sputnik საქართველო
დიპლომატის თქმით, იტალიის ხელისუფლებამ ახალგაზრდულ პროტესტებში „უცხო კვალი“ დაინახა, მედიაში კი „რუსულ ჩრდილებზე“ ალაპარაკდნენ 24.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-24T21:44+0400
2026-10-24T21:44+0400
2026-10-24T21:44+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
იტალია
რუსეთი
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/15/300218299_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b126570b7dfdf0ba6b8c5b5524affaec.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ევროპელ პოლიტიკოსებს ურჩია, მოუსმინონ საკუთარ მოქალაქეებს; ამის საბაბი გახდა იტალიელი პოპ-მომღერლის, ალ ბანოს მიმართვა იტალიის პრემიერ-მინისტრისადმი.დიპლომატის თქმით, არტისტმა იტალიის მთავრობის მეთაურს მოუწოდა, უარი თქვას ანტირუსულ სანქციებზე და ყურადღება გაამახვილოს უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის გზების ძიებაზე. მომღერალმა ასევე ხაზი გაუსვა მოსკოვსა და რომს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ და კულტურულ კავშირებს.„ხალხი და მისი გამორჩეული წარმომადგენლები — მაგალითად, ალ ბანო — კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ უფრო ბრძენი, ვიდრე მათი ევროპელი ლიდერები. იქნებ დროა, მათ მოუსმინონ?“ — დაწერა ზახაროვამ თავის Telegram-არხზე.მან დასძინა, რომ იტალიაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, თუ რაოდენ რთულია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იმ ხმების აღქმა, რომლებიც „ტრადიციულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ჯდება“. ზახაროვას თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ახალგაზრდების საპროტესტო აქციების მიღმა „უცხოური კვალი“ დაინახა, იტალიური მედია კი მოზარდების უკან „რუსულ ჩრდილებზე“ ალაპარაკდა.„იტალიის მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ხელისუფლებას კი ეჭვი აქვს, რომ ადგილი აქვს უცხოურ გავლენას. ჩნდება უფრო სერიოზული კითხვა: სად მთავრდება უცხოური ჩარევის ძიება და სად იწყება საკუთარი მოქალაქეების მოსმენის სურვილის არქონა?“ — წერს ზახაროვა.საპროტესტო აქციების ტალღა ევროპაში2026 წლის შემოდგომაზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრების გაძვირების, ინფლაციისა და სამთავრობო პოლიტიკით უკმაყოფილების ფონზე მასშტაბური სოციალური პროტესტები და გაფიცვები დაიწყო.იტალიაში მიმდინარეობს სტუდენტური აქციები - მონაწილეები განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში რეფორმებს მოითხოვენ. აღნიშნულ პროტესტებს თან ახლავს არეულობები და შეტაკებები პოლიციასთან.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მტკიცებები — თითქოს რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პროტესტებთან კავშირშია —თავად ამ პოლიტიკოსების გამოაშკარავებაა და საკუთარი ქვეყნის შიდა პრობლემებზე პასუხისმგებლობის მოსკოვისთვის გადაბრალების მცდელობაა.
იტალია
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/15/300218299_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_84ab90c4f58c57d6fd169a2d762aba0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, იტალია , რუსეთი, ევროპა
მსოფლიოს ახალი ამბები, იტალია , რუსეთი, ევროპა
მოსახლეობას მოუსმინეთ: ზახაროვამ ალ ბანოს სიტყვების შემდეგ ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართა
დიპლომატის თქმით, იტალიის ხელისუფლებამ ახალგაზრდულ პროტესტებში „უცხო კვალი“ დაინახა, მედიაში კი „რუსულ ჩრდილებზე“ ალაპარაკდნენ
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ევროპელ პოლიტიკოსებს ურჩია, მოუსმინონ საკუთარ მოქალაქეებს; ამის საბაბი გახდა იტალიელი პოპ-მომღერლის, ალ ბანოს მიმართვა იტალიის პრემიერ-მინისტრისადმი.
დიპლომატის თქმით, არტისტმა იტალიის მთავრობის მეთაურს მოუწოდა, უარი თქვას ანტირუსულ სანქციებზე და ყურადღება გაამახვილოს უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის გზების ძიებაზე. მომღერალმა ასევე ხაზი გაუსვა მოსკოვსა და რომს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ და კულტურულ კავშირებს.
„ხალხი და მისი გამორჩეული წარმომადგენლები — მაგალითად, ალ ბანო — კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ უფრო ბრძენი, ვიდრე მათი ევროპელი ლიდერები. იქნებ დროა, მათ მოუსმინონ?“ — დაწერა ზახაროვამ თავის Telegram-არხზე.
მან დასძინა, რომ იტალიაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, თუ რაოდენ რთულია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იმ ხმების აღქმა, რომლებიც „ტრადიციულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ ჯდება“. ზახაროვას თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ახალგაზრდების საპროტესტო აქციების მიღმა „უცხოური კვალი“ დაინახა, იტალიური მედია კი მოზარდების უკან „რუსულ ჩრდილებზე“ ალაპარაკდა.
„იტალიის მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ხელისუფლებას კი ეჭვი აქვს, რომ ადგილი აქვს უცხოურ გავლენას. ჩნდება უფრო სერიოზული კითხვა: სად მთავრდება უცხოური ჩარევის ძიება და სად იწყება საკუთარი მოქალაქეების მოსმენის სურვილის არქონა?“ — წერს ზახაროვა.
საპროტესტო აქციების ტალღა ევროპაში
2026 წლის შემოდგომაზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრების გაძვირების, ინფლაციისა და სამთავრობო პოლიტიკით უკმაყოფილების ფონზე მასშტაბური სოციალური პროტესტები და გაფიცვები დაიწყო.
იტალიაში მიმდინარეობს სტუდენტური აქციები - მონაწილეები განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში რეფორმებს მოითხოვენ. აღნიშნულ პროტესტებს თან ახლავს არეულობები და შეტაკებები პოლიციასთან.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მტკიცებები — თითქოს რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პროტესტებთან კავშირშია —თავად ამ პოლიტიკოსების გამოაშკარავებაა და საკუთარი ქვეყნის შიდა პრობლემებზე პასუხისმგებლობის მოსკოვისთვის გადაბრალების მცდელობაა.