კაცმა მისი პირადი კადრების გავრცელების მერე თავი მოიკლა:ბრალდებულები ციხეში 5 წლით გაუშვეს

ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2026
გამოწერა
19-20 წლის ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში 32 წლის მამაკაცის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 19-20 წლის ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში 32 წლის მამაკაცისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ფეისბუქის გვერდის გამოყენებით მოიპოვეს, შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს.
შედეგად დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და 157 პრიმა პრიმა მუხლებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით) წარდგენილ ბრალდებებში.
ყველა ახალი ამბავი
0